ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ტვიტერზე დაწერა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: კოსოვო 24 ნოემბრიდან გეგმავდა ჯარიმების დაწესებას, დაახლოებით, 10 000 სერბი მძღოლისთვის, რომლებიც აგრძელებდნენ იმ პერიოდის სანომრე ნიშნების გამოყენებას, როცა კოსოვო ჯერ კიდევ სერბეთის ნაწილი იყო.

  • სანომრე ნიშნებზე დავამ, რომელიც თითქმის 2 წელს გაგრძელდა, სერბეთსა და მის ყოფილ პროვინციას შორის დაძაბულობის მორიგი ტალღა გამოიწვია.
  • პრობლემა თითქმის სამხედრო დაპირისპირებაში გადაიზარდა.
  • მხარეებმა, ევროკავშირის შუამდგომლობით, შეთანხმებას მიაღწიეს, რაც შემდგომი ესკალაციის თავიდან არიდების საშუალებას იძლევა.

დეტალები: ჯოზეფ ბორელის თქმით, სერბეთი შეწყვეტს სანომრე ნიშნების გაცემას კოსოვოს ქალაქების კოდებით, ხოლო კოსოვო შეწყვეტს სერბული ნომრებით უკვე რეგისტრირებული ავტომობილების ხელახლა გადარეგისტრირებას.

  • "შეთანხმებას მივაღწიეთ. კოსოვოსა და სერბეთის მთავარი მომლაპარაკებლები, ევროკავშირის ხელშეწყობით, შეთანხმდნენ ზომებზე, რათა თავიდან აირიდონ შემდგომი ესკალაცია და სრულად კონცენტრირდნენ მათი ურთიერთობების ნორმალიზებაზე" — წერს ბორელი.

კონტექსტი: 2008 წელს კოსოვომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, რაც 110-მა ქვეყანამ აღიარა.

  • კოსოვოს დამოუკიდებლობას არ ცნობს სერბეთი, რუსეთი, ჩინეთი და ევროკავშირის 5 ქვეყანა.