რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოცხადების შემდეგ ევროპარლამენტის საიტზე კიბერშეტევაა
კიბერშეტევის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტი ტვიტერზე წერს.
დეტალები: რობერტა მეცოლას განცხადებით, პასუხისმგებლობა შეტევაზე კრემლის მომხრე დაჯგუფებამ აიღო.
- მისივე თქმით, IT გუნდი ცდილობს, რომ წინააღმდეგობა გაუწიონ და დაიცვან სისტემები.
- ევროპარლამენტის პრეზიდენტმა ჰაკერებს პასუხიც გასცა და განაცხადა, რომ მისი გამოხმაურებაა: "დიდება უკრაინას.
რატომ არის მნიშვნელოვანი: უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ არაერთხელ მოუწოდა სხვადასხვა ქვეყანას რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიაროს.
- ცალკეულმა ქვეყნებმა, როგორებიც არიან ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი და პოლონეთი უკვე გამოაცხადეს რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ.
- დღეს კი ევროპელმა კანონმდებლებმა მიიღეს რეზოლუცია, რომელიც რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოს უწოდებს.
რეზოლუციის მიღებას მხარი 494-მა დეპუტატმა დაუჭირა, 44-მა თავი შეიკავა, 58 კი წინააღმდეგი იყო.
- ევროპარლამენტარებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ რუსული და მათი მარიონეტული ძალების მიერ უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი მიზანმიმართული თავდასხმები წარმოადგენს ომის დანაშაულს.
- იმის გამო, რომ ევროკავშირს ამჟამად არ შეუძლია ოფიციალურად დაასახელოს სახელმწიფოები ტერორიზმის სპონსორებად, პარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს, შექმნან შესაბამისი სამართლებრივი ბაზა და განიხილონ რუსეთის დამატება ასეთ სიაში.
- "ეს გამოიწვევს მთელ რიგ მნიშვნელოვან შემაკავებელ ზომებს მოსკოვის წინააღმდეგ და ღრმა შემზღუდველ გავლენას მოახდენს ევროკავშირის რუსეთთან ურთიერთობებზე", — აღნიშნულია ევროპარლამენტის განცხადებაში.
- პარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირს, გააგრძელოს რუსეთის საერთაშორისო იზოლაცია.
- ევროპარლამენტარებს ასევე სურთ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების შემცირება.
გარდა ამისა, რეზოლუცია დამატებით მოუწოდებს საბჭოში ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, სწრაფად დაასრულონ მუშაობა მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტზე.
- ევროპარლამენტარებს ასევე სურთ, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა აქტიურად აღკვეთონ, გამოიძიონ და დაისაჯონ მოქმედი სანქციების ნებისმიერი გვერდის ავლა და ევროკომისიასთან ერთად განიხილონ შესაძლო ზომები იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც ცდილობენ დაეხმარონ რუსეთს უკვე დაწესებული შემზღუდავი ზომების გვერდის ავლით.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ მიესალმება ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას.
- "რუსეთი ყველა დონეზე იზოლირებული უნდა იყოს და პასუხისგებაში უნდა მიეცეს, რათა შეწყვიტოს თავისი მრავალწლიანი ტერორიზმის პოლიტიკა უკრაინასა და მთელ მსოფლიოში", — წერს ის.
- "რუსეთს აქვს სუვერენული სახელმწიფოების წინააღმდეგ ტერორისტული აქტების ისტორია, ტერორისტული რეჟიმებისა და ორგანიზაციების მხარდაჭერა, მათ შორის ვაგნერი, ტერორის ომი უკრაინაზე", — დაწერა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები