თუკი თავს "ღამის ბუდ" აიდენტიფიცირებთ, თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს: ახალმა კვლევამ გამოყო 4 ფაქტორი, რომლის საშუალებითაც დილით გაღვიძება აღარ გაგიჭირდებათ.

მკვლევართა ჯგუფის თქმით, ეს ფაქტორები, ინდივიდის გენეტიკისგან დამოუკიდებლად, შესაძლებელია შეიცვალოს და დილის უკეთესად დაწყებაში შეგვიწყოს ხელი.

კვლევაში სულ 833 ადამიანი მონაწილეობდა, რომელთა უმეტესობა ტყუპები იყვნენ (ეს დაეხმარა მკვლევრებს გენეტიკური ვარიაციების გაფილტვრაში). ორი კვირის განმავლობაში ინიშნავდნენ საკვების მიღებას, ფიზიკურ აქტივობას, ძილის რეჟიმსა და გლუკოზის დონეს, მოხალისეები კი ასევე აფასებდნენ თავიანთ სიფხიზლეს დღის რამდენიმე მონაკვეთში. ამასთან, მათი ყოველდღიური ქცევის მოხსენების გარდა, მონაწილეები იღებდნენ სტანდარტიზებულ საკვებს და ატარებდნენ მაჯის საათს (ძილისა და აქტივობის გასაზომად) და უწყვეტი გლუკოზის მონიტორს (სისხლში შაქრის დონის გასაზომად ჭამის შემდეგ).

როგორც აღმოჩნდა, პირველი ფაქტორი, რომელიც მნიშვნელოვანია, ძილის პროფილია: ღამის ძილის ხანგრძლივობა, დრო და ეფექტიანობა. უფრო დიდხანს ძილი და ჩვეულებრივზე გვიან გაღვიძება — ორივე ასოცირდება დილით უკეთეს სიფხიზლესთან.

მეორე ფაქტორი არის ადამიანების ვარჯიშის რაოდენობა წინა დღეს. დღის განმავლობაში მოძრაობის უფრო მაღალი დონე (ისევე, როგორც ნაკლები ფიზიკური აქტივობა ღამით) ასოცირდება უფრო უწყვეტ და ნაკლებად დარღვეულ ძილთან.

მესამე ფაქტორს წარმოადგენს საუზმე. დილის კვებამ მეტი ნახშირწყლებით გამოიწვია სიფხიზლის უკეთესი დონე, ხოლო მეტმა ცილამ საპირისპირო ეფექტი იქონია. მიწოდებულ საკვებში კალორიების ერთნაირი დონის შენარჩუნებით, მკვლევრებს შეეძლოთ ფოკუსირება საკვების შემცველობაზე.

და ბოლოს, საუზმის შემდეგ სისხლში შაქრის დონის მატება ასოცირებული იყო სიფხიზლის დაქვეითებასთან. სისხლში გლუკოზის დაბალმა დონემ, რომელიც შეინიშნა მას შემდეგ, რაც მონაწილეებმა მიიღეს ნახშირწყლებით მდიდარი საუზმე, გააუმჯობესა სიფხიზლე.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ ამუშავებს სხეული საკვებს და შაქრის ჭარბი რაოდენობა დილით იწვევს შაქრის ვარდნას და არა მის მატებას.

ყოველდღიურ სიფხიზლესთან დაკავშირებული სხვა ფაქტორები მოიცავდა მოხალისეთა განწყობასა და ასაკს, თუმცა ეს არ არის ისეთივე მართვადი, როგორც დრო, როცა დასაძინებლად მიდიხართ და ის, თუ რას მიირთმევთ საუზმეზე.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.