ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა TV პირველთან ისაუბრა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ნაწილი შიდაპარტიულ არჩევნებს და თავმჯდომარის თავიდან არჩევას ითხოვს.

  • ამ დროისთვის ცნობილია, რომ თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ, მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია, დეპუტატი ლევან ხაბეიშვილ და გიორგი მუმლაძე.
  • დეკანოიძემ არ დაასახელა კონკრეტულად ვის დაუჭერს მხარს — "ამ პარტიის თავმჯდომარე უნდა იყოს ადამიანი, რომელიც უნდა მოიაზრებოდეს, როგორც ალტერნატივა ხელისუფლების და როგორც პრემიერმინისტრი".

დეტალები: დეკანოიძის თქმით, ახალ თავმჯდომარესთან ექნება კითხვა, თუ როგორ წარმოუდგენია 1-თვიანი გეგმა მიხეილ სააკაშვილის საკითხის გადასაწყვეტად.

  • როგორც პოლიტიკოსი განმარტავს ორიდან ერთი ამოცანა ეს არის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და მთავარი არხის დამფუძნებლის ნიკა გვარამიას გათავისუფლება.
  • რაც შეეხება მეორე ამოცანას, აცხადებს, რომ პარტიამ ახალი სიტყვა უნდა თქვას — "თუ ჩემი პარტია აღარ იტყვის ახალ სიტყვას ქართულ პოლიტიკაში, მე ჩემს ადგილს ვეღარ ვხედავ ამ პარტიაში".

გარდა ამისა, დეკანოიძე ამბობს, რომ არ იცის, ვის ვინ უჭერს მხარს — "ლევანის გადასაწყვეტია ვის გამოიყვანს ასპარეზზე, რა დოზით უჭერენ მხარს, როგორ უჭერენ, რა არის არის მისი დამოკიდებულება".

  • მისივე თქმით, ლევან ხაბეიშვილს პარტიის თავმჯდომარისთვის საჭირო კვალიფიკაცია "ნაკლები ხარისხით" აქვს.
  • "ლევანს, როგორც ანტიკორუფციულ აქტივისტს ვცემ ძალიან დიდი პატივს, იგი არის ჩვენი დეპუტატი, ჩვენი მეგობარი";
  • "მაგრამ მე მიმაჩნია, რომ მას კვალიფიკაცია, რაც უნდა ჰქონდეს თავმჯდომარეს, გაცილებით უფრო ნაკლები ხარისხით აქვს, მე არ ვამბობ კონკრეტულად პოლიტიკოსისთვის, ვიდრე შეიძლებოდა მე მესურვა, ვთქვათ ახალი თავმჯდომარისთვის", — ამბობს ის.