კარფურის ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების ქსელი, რომელსაც საქართველოში Majid Al Futtaim წარმოადგენს, ქვეყნის მასშტაბით აქტიურად განაგრძობს გაფართოებას და ამჯერად ქალაქ ზუგდიდში ახალ, დიდი ზომის ფილიალს ხსნის.

ახალი მაღაზია 22 ნოემბერს ზუგდიდი მოლში, მერაბ კოსტავას 28 ნომერში გაიხსნა, რომელიც ადგილობრივ მომხმარებლებს ყოველდღიურად, დილის 9-დან საღამოს 10 საათამდე მოემსახურება და მათ მრავალფეროვან, უახლეს სერვისებს მიაწვდის; ეს კი გულისხმობს ერთ სივრცეში ყველა საჭირო ნივთის შეძენის შესაძლებლობას.

ფოტო: კარფური

კარფურის ახალი, დიდი ზომის ფილიალი მომხმარებელს სთავაზობს მაღალი ხარისხის საკვები პროდუქციისა და საყოფაცხოვრებო ნივთების მრავალფეროვან არჩევანს. მათ შორისაა სურსათის, ბიო პროდუქტების და ჯანსაღი კვების, ბავშვის მოვლის, ჯანმრთელობისა და პირადი ჰიგიენის საშუალებები, კარფურის მიერ წარმოებული ექსკლუზიური ფრანგული პროდუქცია და მრავალი სხვა.

ფრანგული ბრენდისთვის ეს რიგით 75-ე მაღაზიაა. კომპანიაში ამბობენ, რომ ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქსელის სანდოობას და მისი გაფართოებით საქართველოს ეკონომიკის განვითარების პერსპექტივას, რადგან "კარფური ახალი ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების გახსნით ხელს უწყობს დასაქმების ზრდას ქვეყნის მასშტაბით და ეხმარება ქვეყნის წარმოების განვითარებას, ადგილობრივ ფერმერებთან თანამშრომლობით".

"ადგილობრივი სოფლის მეურნეობისა და საქართველოს ეკონომიკის მხარდაჭერა კარფურის საქმიანობის მთავარ ასპექტად რჩება, რაც დასტურდება ფაქტით, რომ ამჟამად კომპანიაში 2 500-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული და კიდევ 1 200 ახალი კადრის მიღებაა დაგეგმილი".

ფოტო: კარფური

კარფურის პირველი ჰიპერმარკეტი 2012 წელს, თბილისი მოლში გაიხსნა და დღემდე განაგრძობს გაფართოებას. როგორც კომპანიაში ამბობენ, ბრენდის მიზანია, მაღალი ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევანი ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად მიაწოდოს მომხმარებელს და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასათვის ყოველდღე.