ოქროს თევზი, რომელიც ზღაპრების ერთ-ერთი უცვლელი პერსონაჟია, რეალურად იმაზე გაცილებით დიდი ზომისაა, ვიდრე მას ლიტერატურაში აღწერენ. ამას მოწმობს რამდენიმე დღის წინ საფრანგეთის ერთ-ერთ ტბაში დაჭერილი ოქროს თევზი, რომელიც 30 კილოგრამს იწონის.

ოქროს თევზი, რომელსაც "სტაფილო" შეარქვეს, ადგილობრივმა მეთევზემ დაიჭირა. მეთევზეების თქმით, ოქროს თევზი ტბაში 20 წლის წინ გაუშვეს და მთელი ეს დრო იქ ბინადრობდა.

ფოტო: Getty Images

"როცა ჩემს სატყუარას წამოეგო, მივხვდი, რომ დიდი ზომის თევზი იყო. ხოლო როცა ზედაპირზე ამოდიოდა, დავინახე, რომ ნარინჯისფერი იყო", — განაცხადა მეთევზემ, რომელმაც ოქროს თევზი დაიჭირა. რამდენიმე სამახსოვრო ფოტოს გადაღების შემდეგ მეთევზეებმა ოქროს თევზი ტბაში დააბრუნეს.

"სტაფილო ტბაში დაახლოებით 20 წლის წინ გავუშვით. მას შემდეგ ოქროს თევზი იზრდება და იზრდება, ნაპირისკენ კი იშვიათად გამოდის. ის ჩვენთვის რთულად მისაწვდომია", — განაცხადა ერთ-ერთმა მეთევზემ.