სარედაქციო პოლიტიკის ცვლილება, ჟურნალისტების ტოტალური კონტროლი — NGO-ების ანგარიში აჭარის ტელევიზიაზე
ანგარიში სახელწოდებით, დევნის უწყვეტი პრაქტიკა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში სოციალური სამართლიანობის ცენტრმა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და ჟურნალისტურმა ეთიკის ქარტიამ მოამზადეს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: კვლევაში კრიტიკულად არის შეფასებული ახალი დირექტორატის საქმიანობა.
- კერძოდ საუბარია, რომ 2019 წლიდან დღემდე უხეშად ირღვევა ჟურნალისტთა ინდივიდუალური უფლებები, ასევე, მაუწყებლობის უმთავრესი პრინციპი — იყოს სახელმწიფო გავლენებისგან თავისუფალი სარედაქციო პოლიტიკის გამტარებელი, სამართლიანი და მიუკერძოებელი.
- ნათქვამია, რომ ამავე პერიოდიდან უკანონო გადაწყვეტილებათა ციკლი დაიწყო, რაც შიდაორგანიზაციულ ცვლილებებში გამოიხატა.
- "ჟურნალისტების ტოტალურ კონტროლში, მათ დისციპლინურ დევნაში, შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტაში/შეცვლაში".
ანგარიშის თანახმად, მაუწყებელი უხეშად და მიზანმიმართულად ერეოდა და ერევა კრიტიკულად განწყობილი, პროფკავშირში გაწევრიანებული ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაშიც.
- "დირექტორი ხელოვნურად შექმნილი მიზეზებით ცდილობდა მაუწყებლის ძირითად საქმიანობას ჩამოეშორებინა პროფკავშირის ის წევრები, რომლებიც განვითარებულ მოვლენებით უკმაყოფილონი იყვნენ და საჯაროდ აქტიურად აფიქსირებდნენ თავიანთ პოზიციას", — ვკითხულობთ ანგარიშში.
ორგანიზაციების განცხადებით, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის 2019 წლის 25 დეკემბრიდან 2020 წლის 4 ივნისის პერიოდში ჩატარებულმა მონიტორინგმა აჩვენა, რომ საკადრო ცვლილებების შემდეგ სარედაქციო პოლიტიკა ზოგ გადაცემაში შეიცვალა.
- მათი თქმით, ცვლილებები შეინიშნებოდა 20:00-საათიან საინფორმაციო გამოშვებაში, რაც მნიშვნელოვანი ამბების მიჩქმალვა/არგაშუქებაში, ბალანსის ხელოვნურად დაცვასა და კრიტიკისგან დაცვლილი კონტენტის გავრცელებაში გამოიხატებოდა.
- "ამავდროულად, თუ მონიტორინგის დასაწყისში აღნიშნული საინფორმაციო გამოშვება კრიტიკული იყო სტუმრების მიმართ, საკადრო ცვლილებების შემდგომ ეს მიდგომა შეიცვალა — სტუმრებს აღარ უსვამდნენ კრიტიკულ შეკითხვებს".
მათივე შეფასებით, აჭარის ტელევიზიაში ბოლო წლებში მიმდინარე ნეგატიური პროცესები ათეულობით ადამიანის შრომის უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებების დარღვევას უკავშირდება.
- ასევე, ქვეყანაში მედიის თავისუფლების მდგომარეობაზე ახდენს გავლენას და ვნებს საზოგადოებრივი მაუწყებლის, როგორც პოლიტიკურად ნეიტრალური ინსტიტუტის იდეას.
- მიუთითებენ, რომ ეს პროცესები ქვეყანაში პოლიტიკური და მედიაკლიმატის გაუარესების ტენდენციას ემთხვევა.
- "პოლიტიკური პოლარიზების კვალდაკვალ ხელისუფლება ხშირად სწორედ ჟურნალისტებისა და მედია ორგანიზაციებისგან ქმნის მტრის ერთგვარ ხატს, რომელთანაც ბრძოლა პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლის მოტივით მართლდება".
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები