აზიის განვითარების ბანკსა და საქართველოს ბანკს შორის მცირე ბიზნესების ხელშეწყობის მიზნით შეთანხმება გაფორმდა
საქართველოს ბანკი პარტნიორებთან ერთად ბიზნესების გაძლიერების ხელშეწყობას აგრძელებს. ამ მიზნით, აზიის განვითარების ბანკთან ერთად ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესს ხელი შეეწყობა და მათთვის მიწოდების ჯაჭვი დაფინანსდება. მსგავსი ხელშეკრულება აზიის განვითარების ბანკისთვის (ADB) აზიის მასშტაბით პირველია და ის საქართველოს ბანკთან გაფორმდა.
მიწოდების ჯაჭვის დაფინანსება მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებს საბრუნავი კაპიტალით მსხვილ კორპორაციებთან ურთიერთობის ბერკეტს აძლევს. საქართველოს ბანკისა და ADB-ის ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის დაფინანსების პროგრამა (TSCFP) მცირე ბიზნესისთვის არსებულ კორპორაციულ რისკს გაიზიარებს, რაც მეწარმეებს მისცემს შესაძლებლობას, უფრო მეტად განვითარდნენ და გაძლიერდნენ. ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის დაფინანსების პროგრამა არის საქართველოსთვის ორწლიანი ტექნიკური დახმარების პროგრამა, რომელიც ასევე ხორციელდება აზიის განვითარებად ქვეყნებში.
"ეს შეთანხმება კიდევ უფრო აფართოებს საქართველოს ბანკთან პარტნიორობას, რომელიც მიწოდების ჯაჭვის დაფინანსებაზე ჯერ კიდევ 2011 წელს დაიწყო ", — განაცხადა სტივენ ბეკმა, TSCFP-ის ხელმძღვანელმა. "მიწოდების ჯაჭვის დაფინანსების ხელშეწყობის ის სტრატეგია, რომელიც გვაქვს ჩვენს პარტნიორ ბანკებთან, მიმართულია იმისკენ, რომ მცირე კომპანიებმა აითვისონ განვითარებადი აზიის ბაზრები, მონაწილეობა მიიღონ მიწოდების გლობალურ ქსელებში, რაც მათ ხელს შეუწყობს მასშტაბირებასა და ზრდაში, იმაში, რომ შექმნან ახალი სამუშაო ადგილები. გვაქვს მოლოდინი, რომ ეს შეთანხმება იქნება ერთ-ერთი იმ მრავალი გარიგებიდან, რომელიც გააუმჯობესებს თამაშის წესებს იმ მცირე კომპანიებისთვის, რომლებიც ქმნიან სამუშაო ადგილებს განვითარებად აზიაში", — დასძინა სტივენ ბეკმა.
"საქართველოს ბანკისთვის მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სწორედ ამ მიზანს ემსახურება ბანკსა და მის მრავალწლიან პარტნიორს, აზიის განვითარების ბანკს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც მიმართულია მცირე ზომის ბიზნესების კიდევ უფრო გაძლიერებისთვის და მათთვის ახალი ბაზრების ათვისების ხელშეწყობისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის ცოდნა, ექსპერტიზა და გამოცილება, რაც დაგროვდა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკების სახით, გამოვიყენოთ საქართველოში და ბიზნესებს მივცეთ შესაძლებლობა, ნაკლები რისკით დაიწყონ პარტნიორობა დიდ კორპორაციებთან. საქართველოს ბანკსა და ADB–ს შორის პარტნიორობა შესაძლებლობას მოგვცემს, გავაძლიეროთ ჩვენი პოზიცია, როგორც ფინანსური ინსტიტუტისა, რომელიც ზრუნავს, რათა შექმნას ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის დაფინანსების კიდევ უფრო ხელმისაწვდომი პროდუქტები მცირე და საშუალო ზომის კომპანიებისთვის", — განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.
ინფორმაციისთვის, ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის დაფინანსების პროგრამა (TSCFP) ტრენინგებითა და სხვა ტექნიკური სახის მხარდაჭერით აზიის განვითარებად ქვეყნებში ბანკებს აძლევს შესაძლებლობას, უფრო სწრაფად გაიზიარონ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა მიწოდების ჯაჭვის დაფინანსების მიმართულებით. ADB-ის შეფასებით, ვაჭრობის დაფინანსების მოთხოვნასა და ფინანსურ ხელმისაწვდომობას შორის სხვაობა მინიმუმ 2 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს, რითაც ყველაზე მეტად მცირე და საშუალო ზომის კომპანიები ზარალდებიან.
აზიის განვითარების ბანკი AAA საკრედიტო რეიტინგით და 250-ზე მეტ პარტნიორ ბანკთან თანამშრომლობით, TSCFP პროგრამის ფარგლებში უზრუნველყოფს ვაჭრობისა და მიწოდების ქსელის ფინანსურ ხელმისაწვდომობას სესხებითა და გარანტიებით, რომლებიც მხარს უჭერს ეკონომიკურ ზრდას და ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად. TSCFP ინიციატივები ხელს უწყობს, რომ გლობალური ვაჭრობა და მიწოდების ქსელი გახდეს უფრო მწვანე, მდგრადი, ინკლუზიური, გამჭვირვალე და სოციალურად პასუხისმგებლობიანი.
-
გადახედვაბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე ბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე
-
-
გადახედვამასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს მასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს
-
გადახედვაახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს ახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს
-
-
გადახედვაროგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა როგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა
-
გადახედვა340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა 340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი ბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი
-
გადახედვაინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი ინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი
-
-
გადახედვაფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ ფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ
-
-
გადახედვაახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს ახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს
-
გადახედვა2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს 2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს
-
გადახედვაკვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს კვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს
-
გადახედვაემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი ემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი ახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო
-
გადახედვა2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ 2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ
-
გადახედვაBlack Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ Black Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ
-
გადახედვააზერბაიჯანი ევროკავშირისა და აშშ-ის სომხეთთან დაგეგმილი შეხვედრის გამო აღშფოთებულია აზერბაიჯანი ევროკავშირისა და აშშ-ის სომხეთთან დაგეგმილი შეხვედრის გამო აღშფოთებულია
კომენტარები