ინდონეზიაში მიწისძვრას 160-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, გადარჩენილთა ძებნა გრძელდება. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ამინდისა და გეოფიზიკის სააგენტოს (BMKG) ცნობით, ციანჯურში მიწისძვრა დღეს, დედაქალაქ ჯაკარტადან სამხრეთ-აღმოსავლეთით დაახლოებით 75 კმ-ში და 10 კმ სიღრმეზე მოხდა.

  • მიწისძვრის სიმძლავრემ 5,6 მაგნიტუდა შეადგინა.

დეტალები: კატასტროფების საწინააღმდეგო ღონისძიებების ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2200-ზე მეტი სახლი დაზიანდა და 5300-ზე მეტი ადამიანი იძულებით გადაადგილდა.

  • დასავლეთ ჯავის გუბერნატორმა რიდვან კამილმა განაცხადა, რომ 162 ადამიანი დაიღუპა და 326 დაშავდა.
  • მედიის თქმით, ინდონეზიაში გადის ე.წ წყნარი ოკეანის ცეცხლის რგოლი, სეისმურად აქტიური ზონა, სადაც დედამიწის ქერქის სხვადასხვა ფირფიტები ხვდებიან და ქმნიან მიწისძვრებსა და ვულკანებს.