ამინდისა და გეოფიზიკის სააგენტოს (BMKG) ცნობით, ციანჯურში მიწისძვრა დღეს, დედაქალაქ ჯაკარტადან სამხრეთ-აღმოსავლეთით დაახლოებით 75 კმ-ში და 10 კმ სიღრმეზე მოხდა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: მიწისძვრის სიმძლავრემ 5,6 მაგნიტუდა შეადგინა.

  • ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლის ცნობით, დაღუპულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა, დაშავდა 300-მდე ადამიანი.
  • მოსალოდნელია მსხვერპლის რაოდენობის ზრდა, რადგან გავრცელებული რიცხვები მხოლოდ ერთი საავადმყოფოს მონაცემებია.

დეტალები: კატასტროფების ეროვნული სააგენტოს განცხადებაში ნათქვამია, რომ დაზიანდა რამდენიმე სახლი და ისლამური სკოლა-ინტერნატი, გრძელდება ზარალის შეფასება.

  • BMGK-ის ცნობით, ცუნამის საშიშროება არ არსებობს.