ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: შპს ლიდერის ფარშის შემადგენლობაში ცხენისა და ვირის დნმ-ის გამოვლენაზე სეს-მა ინფორმაცია პირველად 16 ნოემბერს გაავრცელა.

  • განმეორებითი კვლევის ანალოგიური შედეგების შესახებ კი დღეს, 21 ნოემბერს, გახდა ცნობილი.

დეტალები: სააგენტოს განცხადებით, შპს ლიდერს შეუჩერდა საწარმოო პროცესი და ჯარიმაც დაეკისრა. ასევე, ფაქტზე გრძელდება დამატებითი მოკვლევა.

  • ლიდერი გლდანის ა/მიკრორაიონში, 48-ე კორპუსის მიმდებარედ მდებარეობს.