უკრაინა პირველად გამოეხმაურა ვიდეოს, რომლითაც რუსეთი ტყვეების დახვრეტაში ადანაშაულებს
ვიცეპრემიერმა, ოლგა სტეფანიშინამ უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმზე განაცხადა, რომ ამ კადრებს შეისწავლიან.
რატომ არის მნიშვნელოვანი: 13 ნოემბერს რუსულ სოციალურ მედიაში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც, მოსკოვის მტკიცებით, უკრაინელი სამხედროების მიერ რუსი ტყვეების დახვრეტაა ასახული.
- კადრების ავთენტურობა დადგენილი არ არის, არც ის, თუ სად და როდისაა ვიდეო გადაღებული, თუმცა რუსეთმა ის უკვე მონათლა "ომის დანაშაულის" ამსახველ მასალად და საერთაშორისო ორგანიზაციებს გამოძიების თხოვნით მიმართა.
- მოგვიანებით, საქმის გამოძიების მოწოდებით უკრაინაში გაეროს ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო მისიაც გამოვიდა.
დეტალები: უკრაინული მხარე კადრების ავთენტურობას უარყოფს, ვარაუდობს, რომ ის დამონტაჟებულია და საქმის შესასწავლად სრულ მზაობას გამოთქვამს.
- "რა თქმა უნდა, უკრაინის ხელისუფლება გამოიძიებს ამ ვიდეოს“, — თქვა სტეფანიშინამ.
- მისი განცხადებით, "ძალიან ნაკლებად სავარაუდოა", რომ ამ მოკლე, რედაქტირებულ ფრაგმენტებში ნაჩვენები იყოს ის, რაზეც მოსკოვი საუბრობს.
- "ყოველი პოტენციური სიკვდილით დასჯილი რუსი ჯარისკაცი არის უკრაინელი, რომლის გაცვლაც შეუძლებელია, ამიტომ აქ ლოგიკა არ არსებობს", — ამბობს ვიცეპრემიერი.
უკრაინის ომბუდსმენის, დიმიტრი ლუბინეცის თქმით, თუ რუსმა სამხედრო ტყვეებმა, როგორც ვიდეოდან ჩანს, განაცხადეს ჩაბარების განზრახვა, მაგრამ შემდეგ ერთმა მათგანმა გახსნა ცეცხლი, მაშინ საპასუხო ცეცხლი არ შეიძლება, ჩაითვალოს სამხედრო დანაშაულად.
- მისი განცხადებით, ასეთ შემთხვევაში რუსი სამხედროები არ არიან ტყვეები, არამედ იბრძვიან.
- "უკრაინის ტერიტორიაზე რუსი სამხედრო მოსამსახურეების დაღუპვის ერთადერთი მიზეზი არის რუსეთის ფედერაციის დანაშაულებრივი პოლიტიკა, რომელმაც წამოიწყო გაუმართლებელი გენოციდური ომი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ", — განაცხადა მან.
რა ჩანს ვიდეოში: კადრებში ნაჩვენებია უკრაინის შეიარაღებული ძალების უნიფორმაში გამოწყობილი კაცი, რომელმაც ცეცხლი გახსნა, ხოლო, სავარაუდოდ, რუსი სამხედრო მოსამსახურეები მიწაზე წვანან. ამის შემდეგ კამერა ძირს ეცემა და ისმის სროლის ხმა.
- ვიდეოს მეორე, 8-წამიან ფრაგმენტში კი, სავარაუდოდ, რუსი სამხედროების ცხედრებია ნაჩვენები.
-
გადახედვავენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა ვენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა
-
გადახედვაფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია ფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია
-
-
გადახედვაინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს ინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს
-
გადახედვაბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე ბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე
-
-
გადახედვამასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს მასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს
-
გადახედვაახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს ახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს
-
-
-
გადახედვაროგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა როგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა
-
გადახედვავინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით ვინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით
-
გადახედვაბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი ბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი
-
გადახედვაინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი ინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი
-
-
გადახედვაფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ ფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ
-
-
გადახედვაახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს ახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს
-
გადახედვა2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს 2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს
-
გადახედვაკვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს კვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს
-
გადახედვაემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი ემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი
კომენტარები