კითხვისას, ალბათ, ხშირად გიფიქრია, რომ ამა თუ იმ პერსონაჟთან ერთად მოგზაურობა ძალიან საინტერესო იქნებოდა. მეგზურის ყოლა ნამდვილად სასიამოვნოა, მაგრამ მეგზურსაც გააჩნია. სტატიაში წარმოგიდგენთ 5 პერსონაჟს ლიტერატურიდან, რომლებიც თავიანთი ხასიათისა თუ გამოცდილების გამო, საუკეთესო მეგზურობას გაგიწევენ.

1. ჰერმიონა გრეინჯერი

ფოტო: BuzzFeed

ერთ-ერთი საკითხი, რომელიც მგზავრობისას გვანერვიულებს — ბარგია. შევძლებთ ჩანთაში ყველა იმ ნივთის მოთავსებას, რაც მგზავრობისას გვჭირდება? თუ შენი მეგზური ჰერმიონა გრეინჯერია, მაშინ ამ საკითხზე საერთოდ არ უნდა ინერვიულო, ჰერმიონას ხომ თან ისეთი ჩანთა აქვს, რომელიც მოცულობაში ზრდის გარეშე იტევს ყველა იმ ნივთს, რომელიც მგზავრობისას შეიძლება დაგჭირდებეს. ჩანთასაც რომ თავი დავანებოთ, რა უნდა ისურვო მგზავრობისას ისეთი, რომ ჰოგვორტსის წარჩინებული მოსწავლისთვის შეუძლებელი იყოს?

2. კარლსონი

ფოტო: Tenor

მგზავრობისას ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლება საცობებია. ნეტავ, ყველას გვყავდეს ისეთი მეგზური, რომელიც ზუსტად გვეტყვის, რომელი გზით წასვლა აჯობებს და სად არ შეგვხვდება დაბრკოლებები. კარლსონი სწორედაც რომ ასეთი მეგზურია — შეუძლია მაღლა აფრინდეს, გზებს დააკვირდეს და უკან სასარგებლო ინფორმაციით დაბრუნდეს. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ მსოფლიოში ყველაზე სიმპატიურ, ჭკვიან და ფერ-ხორციან მამაკაცს ტკბილეული სულ მომარაგებული აქვს და მასთან ერთად მგზავრობა ძალიან გემრიელი იქნება.

3. შერლოკ ჰოლმსი

ფოტო: Giphy

თუ მშვიდად მგზავრობა გიყვარს და საუბრით დიდად თავის შეწუხება არ გინდა, შერლოკი შენთვის იდეალური მეგზური იქნება. თავის ფიქრებში გართულს, შენთან სალაპარაკოდ ნამდვილად არ ეცლება. სიმშვიდე შეგიძლია მაშინაც შეინარჩუნო, თუ გზად ბოროტმოქმედს ან დანაშაულის სცენას გადაეყრებით. სანერვიულო არაფერი გაქვს, შენ გვერდით ხომ მსოფლიოს საუკეთესო დეტექტივი — შერლოკ ჰოლმსია.

4. ენი გრინგეიბლიდან

ფოტო: Tenor

სასიამოვნოა ისეთ ადამიანთან ერთად მგზავრობა, რომელსაც ბუნება უყვარს, პატარა დეტალებს აფასებს და პოზიტიურ განწყობას გვქიმნის. ენი გრინგეიბლიდან სწორედ ასეთი პერსონაჟია. თუ შენი მეგზური ენია, მაშინ შეგიძლია დარწმუნებული იყო, რომ გზაში სასიამოვნო განწყობაზე იქნები და ყველა იმ პატარა დეტალს შეამჩნევ, რომელიც სამყაროს ალამაზებს და ცხოვრებას სასიამოვნოს ხდის.

5. პასპარტუ

ფოტო: Travel.Eart

პასპარტუმ უკვე დაამტკიცა, რომ საუკეთესო მეგზურია. სწორედ მისი დახმარებით შეძლო ფილეას ფოგმა დედამიწის გარშემო 80 დღეში ემოგზაურა. ნამდვილად გაგიჭირდება გზად ისეთი დაბრკოლების ნახვა, რომლის მსგავსიც პასპარტუს უკვე გადალახული არ აქვს. ისიც გვახსოვდეს, რომ ამ ადამიანს მთელი სამყარო მოვლილი აქვს და გზაში არაერთი საინტერესო ამბის მოყოლა თუ გამოცდილების გაზიარება შეუძლია.

იმისთვის, რომ მოგზაურობა სასიამოვნო, სახალისო და მრავალფეროვანი გახდეს, კარგი მეგზურის ყოლა აუცილებელია. თვალი ადევნე სოკარის ახალ კამპანიას — მეგზურსაც გააჩნია.