ამის შესახებ ვალერი გელბახიანმა TV პირველთან ისაუბრა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ბოლო პერიოდია, სააკაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატები ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე აქტიურად საუბრობენ.

  • 8 ნოემბერს ადვოკატმა განაცხადა, რომ სააკაშვილს დემენციის დიაგნოზი აქვს, ასევე, დაუდგინდა ტუბერკულოზის ჩხირიც — მოგვიანებით, დააზუსტა, რომ ორივე დიაგნოზი სავარაუდოა.
  • 18 ნოემბერს ემპათიამ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დასკვნაზე მუშაობა დაასრულა. ცენტრის ხელმძღვანელმა, მარიამ ჯიშკარიანმა აღნიშნა, რომ დიაგნოზები მძიმეა და შეუთავსებელია პატიმრობასთან.

ადვოკატი ამბობს, რომ თუ ხანგრძლივობა ვივამედში ყოფნის პერიოდს დაემთხვევა, პასუხისმგებელი კლინიკა იქნება, სხვა შემთხვევაში კი ის დაწესებულება, სადაც ექსპრეზიდენტი მანამდე იყო მოთავსებული.

  • "დინამიკა, რომელიც მის დაავადებებს მოჰყვა ჯანმრთელობის გაუარესების თვალსაზრისით, არის მხოლოდ და მხოლოდ საფუძველი იმისა, ითქვას, რომ მოწამლულია, სხვაგვარად ასე არ განვითარდებოდა არცერთი დაავადება", — ამბობს ის.

გარდა ამისა, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა ექსპრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამაც.

  • როგორც ის ამბობს, სააკაშვილის ორგანიზმში ვერცხლისწყალია აღმოჩენილი, თუმცა ნივთიერების აღმოჩენის მიზეზი უცნობია.
  • "ესეც ინტოქსიკაციაა და ესეც იძლევა საფუძველს, რომ დაუყოვნებლივ იყოს გათავისუფლებული".
  • "ვერაფერს ვიტყვი [როგორ შეიძლება ორგანიზმში მოხვედრილიყო] მხოლოდ ხელოვნურად, იმიტომ, რომ ადამიანი მარტო, იზოლირებულად არის და თვითონ ვერ გადაყლაპავდა.