ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Bloomberg New Economy Forum-ზე ისაუბრა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 15 ნოემბერს განაცხადა, რომ რუსული წარმოების რაკეტა მათ ტერიტორიაზე, უკრაინის საზღვართან ჩამოვარდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა.

  • პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ 16 ნოემბერს კი თქვა, რომ ჩამოვარდნილი რაკეტები, სავარაუდოდ, უკრაინის თავდაცვას უკავშირდება;
  • NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, პოლონეთში რაკეტების ჩამოვარდნაზე საბოლოო პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება.

დეტალები: უკრაინულმა მხარემ გამოძიებაში ჩართვა გუშინ, 16 ნოემბერს მოითხოვა.

  • მოთხოვნას პოლონეთის პრეზიდენტმა უპასუხა და აღნიშნა, რომ გამოძიებაში უკრაინის ჩართვას, როგორც პოლონეთის, ასევე აშშ-ს ერთობლივი თანხმობა დასჭირდება.
  • "პროცესებს აწარმოებენ პოლონელი და ამერიკელი ექსპერტები და თუ ვინმეს სურს, მონაწილეობა მიიღოს ამ პროცესებში, მინიმუმ, ორივე მხარის თანხმობა დასჭირდება“, — განაცხადა ანდჟეი დუდამ პრესკონფერენციაზე.

ზელენსკის განცხადებით, გამოძიების დასრულებამდე, ზუსტად ვერ იტყვის, რომელი რაკეტები ან მათი ნაწილები ჩამოვარდა პოლონეთის ტერიტორიაზე, მაგრამ აღნიშნა, რომ ნახეს კრატერის დიამეტრის სურათები — "არ იყოს მხოლოდ რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების ნარჩენები".

  • მისი განცხადებით, მსოფლიოს უნდა ესმოდეს, რომ იმ დღეს რუსეთმა 100-მდე რაკეტა გაისროლა უკრაინის ტერიტორიაზე. თქვა ისიც, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ოკუპანტების რაკეტის ნაწილი სხვა ქვეყანაში ჩამოვარდა.
  • "არ ვიცი, რა მოხდა ამჯერად, ჩვენ 100% არ ვიცით, ვფიქრობ, არც მსოფლიომ იცის 100%-ით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ რუსული რაკეტა იყო. ჩვენ გამოვიყენეთ საჰაერო თავდაცვის რაკეტები";
  • "ჩვენ უნდა ვიყოთ სამართლიანები და პატიოსნები, სანამ გამოძიება არ დასრულდება, ვერ ვიტყვით, რა ტიპის რაკეტა ჩამოვარდა პოლონეთის ტერიტორიაზე", — განაცხადა ზელენსკიმ.

პოლონეთი: ოფიციალური პირის თქმით, ნატოს, შეერთებული შტატებისა და პოლონეთის მიერ შეგროვებული ყველა მტკიცებულება მიუთითებს იმაზე, რომ რაკეტა, რომლითაც პოლონეთში ორი ადამიანი დაიღუპა, უკრაინელმა ძალებმა გაისროლეს.

  • მისი თქმით, S-300 რაკეტა უკრაინის საჰაერო თავდაცვამ გაუშვა.