ინფორმაცია ამის შესახებ On.ge-ს სახელმწიფო უნივერსიტეტის პრესსამსახურში დაუდასტურეს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: თსუ-ში ჭერი 14 ნოემბერს ჩამოიშალა. მაშინ On.ge-ს უნივერსიტეტში უთხრეს, ძლიერი ქარის გამო დაზიანდა საგამოცდო სივრცის ე.წ. შეკიდული ჭერი, პლასტიკატის მსუბუქი კონსტრუქცია.

  • ასევე, ამბობდნენ, რომ მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

თსუ-ის განცხადებით, სტუდენტს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ესაუბრა და ცნობილია, რომ მას მსუბუქი ტვინის შერყევა აქვს.

  • "ჩვენ როდესაც გავავრცელეთ ინფორმაცია და ვთქვით, რომ არავის არაფერი მოხვედრია, მაშინ მართლა არავის არაფერი უთქვამს, რომ მოხვდა. ბავშვმა გააგრძელა წერა, დაამთავრა წერა და მერე საღამოს გამხდარა ცუდად".
  • პრესსამსახურის ცნობით, სტუდენტს გამოცდის გადაწევა დასჭირდა, საკითხის მოგვარებაში კი ფაკულტეტის დეკანია ჩართული.