Twitter-ის სამი თანამშრომელი ახლახან ილონ მასკთან პოლემიკაში ჩართვის შემდეგ გაათავისუფლეს. კამათი, კერძოდ, კომპანიის ახალი მფლობელის ტვიტს მოჰყვა, რომელშიც იგი ბევრ ქვეყანაში Twitter-ის შენელებული მუშაობის გამო ბოდიშს იხდიდა და ამის თავისებურ ახსნას გვთავაზობდა.

ერთ-ერთი გათავისუფლებული თანამშრომელი ერიკ ფრონჰოფერია, რომელმაც Twitter for Android-ში 6-წლიანი მუშაობის საფუძველზე განაცხადა, რომ მასკის განცხადება "არასწორია".

ბიზნესმენი მას ჩაეკითხა, თუ რა იყო სწორი და რა გაუკეთებია მას "სუპერნელ" Twitter for Android-ში ხარვეზების გამოსასწორებლად, რის შემდეგაც ინჟინერმა თავისი გუნდის მიერ გაწეულ შრომაზე ისაუბრა და აპლიკაციის შენელების რამდენიმე მიზეზი დაასახელა.

"პირველ რიგში, იგი ისეთი ფუნქციებითაა სავსე, რომლებსაც ცოტა იყენებს. ამასთანავე, წლობით ტექნიკური ვალი დაგროვდა, რადგან პერფორმანსი სისწრაფესა და ფუნქციებზე გავცვალეთ. დაბოლოს, ქსელის პასუხების ლოდინს დიდი დრო მიაქვს", — განმარტა ფრონჰოფერმა.

პოლემიკა რამდენიმე thread-ში გაგრძელდა, ხოლო მაშინ, როცა ერთ-ერთმა მომხმარებელმა ფრონჰოფერს ურჩია, უფროსისთვის ინფორმაცია პირისპირ მიეწოდებინა, მან უპასუხა: "იქნებ მან უნდა დასვას კითხვები პირადად. თუნდაც Slack-ის ან მეილის გამოყენებით". მასკმა Twitter-ის მომხმარებლებს ფრონჰოფერის გათავისუფლების შესახებ ამის შემდეგ აცნობა (მოგვიანებით კი, როგორც ჩანს, თავისივე ტვიტი წაშალა).

ასევე იხილეთ: მზადება "რთული დღეებისთვის": ილონ მასკი Twitter-ში დისტანციურ მუშაობას კრძალავს

როგორც შემდგომში ტვიტერის აპლიკაციის ყოფილმა ინჟინერმა Forbes-თან საუბრისას განაცხადა, Twitter-ის მხრიდან გათავისუფლების თაობაზე არანაირი შეტყობინება არ მიუღია. მან აღნიშნა, რომ "კომპანიაში ერთმანეთს აღარავინ ენდობა" და ფუნქციონირება რთულია, ხოლო მასკის მხრიდან კომპანიის შეძენამდე "ხალხი მეტად გახსნილი იყო და გრძნობდნენ, რომ გაკრიტიკება შეეძლოთ, ახლა კი საქმე ასე ნამდვილად არაა".

Bloomberg-ის ცნობით, გათავისუფლდა ინჟინერი ბენ ლეიბიც. მანაც მასკის იმავე ტვიტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კომპანიის ახალ მფლობელს წარმოდგენაც არა აქვს, რაზე საუბრობს. როგორც მოგვიანებით ილონ მასკმა გავიგეთ, მას მიჰყვა საშა სოლომონიც, კომპანიის ტექნიკური ლიდერი, რომელიც მასკის ტვიტზე ასევე გამოთქვამდა აზრს.

აღსანიშნავია, რომ ბიზნესმენის მხრიდან კომპანიის შეძენამ Twitter-ს არაერთი ცვლილება მოუტანა. მან დაუყოვნებლივ გაათავისუფლა მთავარი აღმასრულებელი პირები, მათ შორის აღმასრულებელი დირექტორი პარაგ აგრავალი, შემდეგ კი მასობრივი შემცირებები დაიწყო, რის შედეგადაც თანამშრომელთა ნახევარი დაითხოვეს.

ასევე იხილეთ: ილონ მასკმა Twitter-ში შემცირებები დაიწყო

Twitter-ის მომხმარებლებს Blue გამოწერის საშუალებაც მიეცათ, რაც თვეში $8 ჯდება და ადამიანებს დაუყოვნებლის აძლევს საკუთარი პიროვნების ვერიფიკაციის საშუალებას ლურჯი "√" ნიშნის მეშვეობით. ვინაიდან მისი მოპოვება ასეთი მარტივია, პლატფორმაზე სხვა ადამიანად თავის გასაღების შემთხვევებმა და ყალბი ანგარიშების რაოდენობამ იმატა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.