პირველი ნაბიჯის ბენეფიციარი ბავშვების უსაფრთხო ტრანსპორტირებაზე თეგეტა თრაქ ენდ ბასი ზრუნავს
არასამთავრობო ორგანიზაცია პირველი ნაბიჯის დღის ცენტრი საქართველოში ერთადერთი ადგილია, სადაც განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვები და მოზარდები თერაპიულ, საგანმანათლებლო და სხვა სახის მომსახურებებს უსასყიდლოდ იღებენ. ბენეფიციარების უმრავლესობა სოციალურად დაუცველი ოჯახიდანაა. მათი ნაწილი, განსაკუთრებული საჭიროებების გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვერ სარგებლობს. ბავშვების კომფორტული ტრანსპორტირებისთვის ორგანიზაციას ჰყავს საკუთარი მიკროავტობუსი, რომლის სრულ ტექნიკურ მომსახურებაზე უკვე მეორე წელია თეგეტა თრაქ ენდ ბასი ზრუნავს.
დღის ცენტრის მიკროავტობუსი სპეციალურ საჭიროებებზეა მორგებული და უზრუნველყოფს ბენეფიციარების ყოველდღიურ ტრანსპორტირებას, როგორც დღის ცენტრამდე და სახლში, ისე სხვადასხვა ღონისძიებასა და გასვლით აქტივობაზე. გარდა ამისა, დღის ცენტრის მომსახურება ორჯერად კვებასაც მოიცავს და საკვების ტრანსპორტირებაც ამავე მიკროავტობუსით ხდება.
"მიკროავტობუსით ყოველდღიურად 20-მდე ბავშვი მოგვყავს დღის ცენტრში. ამ ბავშვებისთვის გამართული ტრანსპორტის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ისინი ვერ სარგებლობენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით და იმის გათვალისწინებით, რომ მათი უმრავლესობა სოციალურად დაუცველი ოჯახებიდანაა, პირადი ტრანსპორტის შესაძლებლობაც არ აქვთ. თეგეტა თრაქ ენდ ბასის მხარდაჭერით მუდმივად გვყავს გამართული ტრანსპორტი და იმის ცოდნა, რომ ბავშვები ყოველდღიურად უსაფრთხოდ და უპრობლემოდ გადაადგილდებიან, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია", — ამბობს გუჩი თავხელიძე, პირველი ნაბიჯის მარკეტინგის, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ფონდების მოძიების მენეჯერი.
პარტნიორობის ფარგლებში, თეგეტა თრაქ ენდ ბასი პირველი ნაბიჯის მიკროავტობუსის გამართული ფუნქციონირებისთვის საჭირო ნებისმიერ მომსახურებას უზრუნველყოფს. ბავშვებისთვის განკუთვნილ ტრანსპორტს საჭირო მომსახურებას პროფესიონალი მექანიკოსები თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილ, ევროპული სტანდარტის სერვისცენტრში უწევენ.
"ვის, თუ არა ჩვენ, თეგეტა თრაქ ენდ ბასს, უნდა ეზრუნა პირველი ნაბიჯის მიკროავტობუსის გამართულობასა და ბენეფიციარების უსაფრთხო გადაადგილებაზე. როგორც კი ორგანიზაციის საჭიროების შესახებ გავიგეთ, მაშინვე ვიგრძენით ჩვენი წილი პასუხისმგებლობა და ჩვენს სერვისცენტრებში სრულიად უსასყიდლო მომსახურება შევთავაზეთ, რაც, თავის მხრივ, უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტია. გვიხარია, რომ ამ ქმედებით წვლილი შეგვაქვს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და სოციალურ ინტეგრაციაში", — ამბობს თამარ კიკნაძე, თეგეტა თრაქ ენდ ბასის მარკეტინგის ხელმძღვანელი.
მიკროავტობუსი, თეგეტა ჰოლდინგის ზრუნვის კამპანიის შესაბამისად, მთავარი მესიჯით — "ზრუნვა ცვლის სამყაროს" — გაფორმდა, იმის შესახსენებლად, რომ ხშირად სასიკეთო ცვლილებებისთვის ერთი ადამიანის მცირედი მონდომებაც კი საკმარისია.
ზრუნვის კამპანიის ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაცია პირველი ნაბიჯი ერთი წლის წინათ შეუერთდა თეგეტა ჰოლდინგის პლატფორმას tegeta.care, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს იმ ორგანიზაციებსა თუ პროექტებს, რომლებიც მწვავე პრობლემების მოგვარებაზე ზრუნავენ. პლატფორმის მეშვეობით შესაძლებელია სასურველი ორგანიზაციის შერჩევა, დონაციის მარტივად გაკეთება და ასე ზრუნვა ბავშვებზე, მოხუცებზე, განათლებაზე, ცხოველებზე, გარემოსა და სიცოცხლეზე.
Tegeta Truck and Bus თეგეტა ჰოლდინგის შვილობილი კომპანია 2006 წელს დაარსდა და ის საქართველოში სატვირთო ავტომობილებისა და ავტობუსების მწარმოებელ უმსხვილეს გერმანულ ბრენდს, MAN-ს, წარმოადგენს. Tegeta Truck and Bus-ის სერვისცენტრი MAN-ის მიერ არის ავტორიზებული, თანამედროვე დანადგარებითაა აღჭურვილი და მთლიანად გერმანულ სტანდარტებზეა მორგებული.
კომპანიამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა დედაქალაქში გამართულად მომუშავე საზოგადოებრივი ტრანსპორტის პარკის განახლებაში.
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვადღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვაკრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ კრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ
-
-
გადახედვაკობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს
-
-
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
კომენტარები