ტელეკომპანია ფორმულაზე, შაბათის ფორმულაში გასულ სიუჟეტში ჩანს, რომ ჟურნალისტ დათო ქურდაძეს, სავარაუდოდ, რუსეთის მოქალაქე მანქანით ეჯახება.

რატომ არის მნიშვნელოვანი: სიუჟეტი ეხებოდა რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების (რუბლის) განაღდებასა და დოლარში კონვერტაციას, რაც, სავარაუდოდ, ფულის გათეთრების სქემას უკავშირდება.

  • ქურდაძე ამბობს, რომ აგრესია გამოიწვია საგამოძიებო მასალამ, სადაც მისი თქმით, გაშიფრეს სქემა, რომელიც სავარაუდოდ, ფულის გათეთრებას უკავშირდება.

დეტალები: On.ge-ს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში განუცხადეს, რომ საქმეზე მოკვლევა უკვე დაწყებულია და ჟურნალისტი გამოკითხვაზეა დაბარებული.

  • თუმცა კითხვაზე, იდენტიფიცირებულია თუ არა პირი, რომელმაც ჟურნალისტს მანქანა დააჯახა, არ გვიპასუხეს.