ამის შესახებ უწყებაში On.ge-ს განუცხადეს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: სტამბოლში, ისტიკლალის ქუჩაზე აფეთქება დღეს, 13 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 16:20 წუთზე მოხდა.

  • ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 6, ხოლო დაშავდა, სულ მცირე, 81 ადამიანი.
  • თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, აფეთქება, შესაძლოა, ტერორისტულ აქტს უკავშირდებოდეს — ვარაუდობენ იმასაც, რომ თავდამსხმელი ქალია.

დეტალები: საგარეოს ცნობით, საკონსულო მუდმივ კომუნიკაციაში რჩება ადგილობრივ სამართალდამცავებთან.

  • "ამ დროის მონაცემებით, სტამბოლში საქართველოს გენერალურ საკონსულოში, ოფიციალური შეტყობინება საქართველოს მოქალაქეების შესახებ არ შესულა".