მონიტორინგის ჯგუფმა Belarusian Hajun-მა 13 ნოემბერს განაცხადა, რომ რუსეთი ბელარუსიდან, სავარაუდოდ, რაკეტებისა და საბრძოლო მასალის ტრანსპორტირებას ახდენს.

რატომ არის მნიშნელოვანი: ბელარუსული ჰაჯუნის ცნობით, როსტოვის ოლქში გადატანილი რაკეტები, სავარაუდოდ, გამოყენებული იქნება დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებით თავდასხმების განსახორციელებლად.

  • ბელარუსში რუსული ჯარების ახალი ჯგუფის განლაგება აძლიერებს ვარაუდს, რომ მოსკოვი შესაძლოა ემზადება ერთობლივი სამხედრო შეჭრისთვის უკრაინის ჩრდილოეთ საზღვარზე.
  • მიუხედავად იმისა, რომ ბელორუსის ჯარებს ოფიციალურად მონაწილეობა არ მიუღიათ რუსეთის საომარ მოქმედებებში, ბელორუსის ტერიტორიას რუსეთი იყენებს უკრაინაზე სახმელეთო და საჰაერო შეტევების განსახორციელებლად.

დეტალები: ბოლო ორი დღის განმავლობაში, რვა რუსული თვითმფრინავი ჩავიდა ბელორუსის მაჩულიშის საჰაერო ბაზაზე და ისინი იქ 3,5-დან 6,5 საათამდე დარჩნენ.

  • რუსული თვითმფრინავების ჩასვლამდე შეინიშნებოდა S-300/400 საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტების კონტეინერების გადაადგილება მაჩულიშის საჰაერო ბაზის მიმართულებით.
  • სავარაუდოდ, თვითმფრინავებში ტვირთავდნენ ისეთ იარაღს, როგორიცაა რაკეტები და საბრძოლო მასალა.
  • რუსული თვითმფრინავები მიემგზავრებიან როსტოვში, მოსკოვსა და ბრიანსკის ოლქებში, ნათქვამია მონიტორინგის ჯგუფის განცხადებაში.