დემოკრატებმა სენტაზე კონტროლი მას შემდეგ შეინარჩუნეს, რაც ნევადაში გადამწყვეტი ბრძოლა მოიგეს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: გამარჯვებამ დემოკრატები სენატში საკვანძო 50 ადგილამდე მიიყვანა, რაც დარტყმა იყო რესპუბლიკელებისთვის, რომლებსაც "წითელი ტალღის" იმედი ჰქონდათ.

  • სენატის კონტროლი უზრუნველყოფს კაბინეტის დანიშვნისა და სასამართლო არჩევის უფრო გამარტივებულ პროცესს ბაიდენისთვის, უზენაესი სასამართლოს პოტენციური გახსნის ჩათვლით.
  • დემოკრატიული პარტია ინარჩუნებს კონტროლს კომიტეტებზე, ექნება უფლებამოსილება ჩაატაროს გამოძიებები ან ზედამხედველობა ბაიდენის ადმინისტრაციაზე.
  • დემოკრატები შეძლებენ უარყონ პალატის მიერ გაგზავნილი კანონმდებლობა, თუ რესპუბლიკელები გაიმარჯვებენ ამ პალატაში.

დეტალები: აშშ-ს დემოკრატმა სენატორმა, კეტრინ კორტეს მასტომ დაამარცხა რესპუბლიკელი კონკურენტი ადამ ლაქსალტი.

  • სენატორ კეტრინ კორტეს მასტოს გამარჯვებამ ნევადაში დემოკრატებს მისცა 50 ადგილი, რომელიც მათ სენატის შესანარჩუნებლად სჭირდებოდათ.
  • ლაქსტერი ყოფილი გენერალური პროკურორია, რომელსაც მხარს უჭერდა ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

შედეგად: ნევადაში მიღებული შედეგების შემდეგ, ჯორჯია ერთადერთი შტატია, სადაც ორივე მხარე კვლავ იბრძვის სენატის ადგილისთვის.

  • მოქმედი დემოკრატი სენატორი რაფაელ უორნოკი 6 დეკემბრის მეორე ტურში რესპუბლიკელ ჰერშელ უოკერს უპირისპირდება.
  • მეორე ტურში რესპუბლიკელების გამარჯვების შემთხვევაშიც კი, თუ ხმები 50-50-ზე გაიყოფა, სენატს დემოკრატები გააკონტროლებენ, რადგან თანაბარი ხმები მოდის ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისზე.

შეფასებები: ბაიდენმა თქვა, რომ წარმოუდგენლად კმაყოფილია აშშ-ის არჩევნებში მონაწილეობით და რომ რესპუბლიკურმა პარტიამ ახლა უნდა გადაწყვიტოს, — "ვინ არიან ისინი".

  • "ამერიკელმა ხალხმა მკაცრად უარყო — ანტიდემოკრატიული, ავტორიტარული, საზიზღარი და გამყოფი მიმართულება, რომლითაც რესპუბლიკელებს სურდათ ჩვენი ქვეყნის აღება", — განაცხადა სენატის უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა.
  • ზოგიერთმა ცნობილმა რესპუბლიკელმა ღიად მიმართა ტრამპს, რომ არ დააანონსოს 2024 წლის არჩევნებში კენჭისყრა, როგორც ამას მომავალ კვირას ელიან.

ამასთანავე: დემოკრატებმა გააქარწყლეს ისტორიული პრეცედენტი, რომ თეთრი სახლის მფლობელი პარტია ხშირად აგებს შუალედურ არჩევნებს.

  • იყო მოლოდინი, რომ მაღალი ინფლაციის შედეგად დაზარალებული ამომრჩეველი ხმას დემოკრატების წინააღმდეგ მისცემდა და რომ დემოკრატებს დაბალი რეიტინგი ჰქონდათ.