სპორტის მოყვარულთათვის წელს ძალიან განსხვავებული მსოფლიო ჩემპიონატი იქნება ფეხბურთში. მსოფლიო ჩემპიონატი პირველად ტარდება ზამთარში — ზუსტად ახალ წლამდე. ამასთანავე წლევანდელი ჩემპიონატი გამორჩეულია სენტიმენტებით, რადგან ბევრი ლეგენდისთვის ეს ბოლო მუნდიალია და თუმცა ბევრი ლეგენდის დასაწყისიც მომსწრენიც გავხდებით.

მსოფლიო ჩემპიონატი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ნამდვილი დღესასწაულია ფეხბურთის მოყვარულთათვის და არა მარტო, რომლის დადგომასაც გულშემატკივრები სულმოუთქმელად ელიან და შეიძლება ითქვას, დღეებს ითვლიან. ემზადებიან სხვადასხვა რიტუალებით, იცვამენ ფორმებს, იხატავენ სახეებს, ლოცულობენ და დადგომისთანავე მათ ცხოვრებაში სხვა ყველაფერი ქრება მსოფლიო ჩემპიონატის გარდა... გულშემატკივარები ემოციებს სიმღერით, ყვირილით თუ ხმაურით აღნიშნავენ.

ფეხბურთის გულშემატკივრებს, ორმაგი დღესასწაული ელით წინ. შეიძლება ითქვას, რომ გულშემატკივრების ახალი წელი სწორედ ნოემბერში იწყება, რასაც შემდეგ ნამდვილი ახალი წელიც მოსდევს. სწორედ ამ ორ მოვლენას აერთიანებს კამპანია "გილოცავთ", რომლისთვისაც შეიქმნა სხვადასხვა საინტერესო და გასართობი ვიდეორგოლი, სადაც ადამიანების ემოციები, ტრადიციები თუ მოლოდინი იყრის თავს და ეხმაურება მოლოდინს დიდი დღესასწაულის დადგომამდე.