Elephant Nature Park ჩრდილოეთ ტაილანდში მდებარე თავშესაფარია, რომელშიც სხვადასხვა ცხოველებზე ზრუნავენ. მართალია, სახელში მხოლოდ სპილო ურევია, მაგრამ ამ პარკში ძაღლები, კატები, ბიზონები და სხვა გადაშენების პირას მყოფი ცხოველებიც ცხოვრობენ.

რამდენიმე დღის წინ აქ ბინა 9 თვის სპლიყვმა დოკ გიუმ. მისი დედა ტყისმჭრელების საკუთრებაში იყო და მოჭრილ მორებს ზიდავდა. მას მშობიარობა გაურთულდა, მაგრამ მუშაობა მაინც გააგრძელებინეს და მხოლოდ მაშინ მიიყვანეს ექიმთან, როდესაც უკვე ძალიან გვიანი იყო. დედის სიკვდილის დროს პატარა 4 თვის იყო და ის სპილოების კონსერვაციის ცენტრმა შეიფარა. ხოლო როცა გაიზარდა და ინტენსიური მოვლა აღარ სჭირდებოდა ამ პარკში გადმოიყვანეს.

როგორც ვიდეოში ნახეთ, პარკის ბინადარი სპილოები ძალიან გახარებულები არიან ოჯახის ახალი წევრის შეძენით და დოკ გიუც ბედნიერია.