აღმოსავლეთ ინდოეთის ერთ-ერთი სოფლის მაცხოვრებლებს დილით უცნაური სანახაობა დახვდათ: მათი ლიქიორის ჭურჭელი დაცარიელებული და გატეხილი იყო, ახლომახლო კი ოცამდე სპილოს ეძინა. სოფლის მაცხოვრებლების თქმით, სპილოებმა ტყესთან ახლოს დალაგებული ჭურჭელი იპოვეს, რომელშიც ადგილობრივები ტრადიციულ სასმელს — მაჰუას ამზადებდნენ.

სოფლის მაცხოვრებლების თქმით, მთვრალ სპილოებს ისე ღრმად ეძინათ, რომ მათი გაღვიძება გაუჭირდათ. მათ დახმარება ითხოვეს და სპილოების გასაღვიძებლად ადგილობრივმა ბუნების დამცველებმა დასარტყამი ინსტრუმენტები მოიტანეს. ინსტრუმენტებზე დაკვრის ხმამ სპილოები გააღვიძა, თუმცა ისინი შემთხვევის ადგილიდან გაიქცნენ.

ფოტო: Getty Images

ადგილობრივი ბუნების დამცველის განცხადებით, სპილოებს მაჰუას დალევა ძალიან მოსწონთ და სასმლის სუნს შორი მანძილიდანაც კი გრძნობენ, თუმცა მათთვის ეს ხშირად ფატალურად სრულდება. ამიტომ ადგილობრივი ბუნების დამცველები სოფლის მოსახლეობას ხშირად აფრთხილებენ იმის შესახებ, რომ მაჰუა ტყისგან დიდი მანძილის მოშორებით დაამზადონ, რათა სპილოებმა ალკოჰოლური სასმლის სუნი ვერ იგრძნონ.

ალკოჰოლის მოყვარული 20 სპილოდან 9 სპლიყვი იყო, რომლებმაც ადგილობრივების მიერ მომზადებულ სასმელს ყნოსვით მიაგნეს. საბედნიეროდ, ეს შემთხვევა ფატალურად არ დასრულებულად და სპილოები თავს კარგად გრძნობენ.