10 ნოემბერს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის ორგანიზებით, თანამედროვე ისტორიის სემინარების სერიის ფარგლებში, კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი და რუსეთის ისტორიის საუკეთესო მკვლევარი, პროფესორი დომენიკ ლივენი დისტანციურ ფორმატში პლატფორმა ზუმის გამოყენებით გამართავს საჯარო ლექციას თემაზე: იმპერიების არსი, განვითარების თავისებურებები და საბოლოო ბედი.

შეხვედრაზე პროფესორი ლივენი, ასევე, ისაუბრებს 2022 წელს გამოცემულ თავის წიგნზე In the Shadow of the Gods: The Emperor in World History (2022).

მომხსენებლის შესახებ:

დომინიკ ლივენი არის კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი და რუსეთის ისტორიის ერთ-ერთი საუკეთესო მკვლევარი. მის კალამს ეკუთვნის არაერთი კვლევა, მათ შორის Russia and the Origins of the First World War (1983), The Aristocracy in Europe (1992), Empire: The Russian Empire and its Rivals (2003), Russia Against Napoleon: The Battle for Europe, 1807 to 1814 (2009), The End of Tsarist Russia: The March to World War I and Revolution, Penguin Random House (2015), In the Shadow of the Gods: The Emperor in World History (2022)/

  • ვრცელი ბიოგრაფია ხელმისაწვდომია ბმულზე: shorturl.at/bpDPW
  • დრო: 10 ნოემბერი, 13:00 საათი
  • ფორმატი: დისტანციური, პლატფორმა ზუმი
  • შეხვედრის ბმული: https://bit.ly/3fNLUml
  • სამუშაო ენა: ინგლისური დასწრება თავისუფალია.