თუ გყავთ მეგობარი, ოჯახის წევრი ან ახლობელი, რომელსაც "ყველაფერი ერთში" ტიპის გაჯეტები იტაცებს, WonderCube Pro არის საჩუქარი, რომლითაც ყველაზე მეტად გაახარებთ. ეს ძალიან მცირე ზომის გასაღების საკიდია, რომელიც შესაძლებელია გამოიყენოთ, როგორც ფლეშ მეხსიერების ბარათი, ან მობილურის დამტენი (თუმცა ეს ყველაფერი არ არის). თუ ნივთის შეძენას გადაწყვეტთ, მისი ფასი 70 დოლარია, თუმცა მცირე ხნით 42%-იანი ფასდაკლებით 40 დოლარადაცაა ხელმისაწვდომი.

რა დევს შავ ყუთში

WonderCube Pro დაახლოებით 2.5სმ გვერდის სიგრძის მქონე კუბია, რომლის ტარებაც, ბუნებრივია, პრობლემას არ წარმოადგენს – შეგიძლიათ ის ჩანთაზე და გასაღებზე ჩამოკიდოთ ან უბრალოდ ჯიბეში ჩაიგდოთ ისე, რომ მის არსებობას ვერც კი შეამჩნევთ (სანამ არ დაგჭირდებათ). გაჯეტი შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც ადაპტერი ნებისმიერი Apple და Android მოწყობილობისთვის. გარდა ამისა, საჭიროების დროს ის 3 სანტიმეტრიან კაბელად გადაიქცევა, რომლის დამტენად გამოყენებასაც შეძლებთ. თუ დენის წყაროსთან ახლოს არ ხართ და მობილური გეთიშებათ, WonderCube მცირე ხნით, თუმცა მაინც სათადარიგო ბატარეის სამსახურს გაგიწევთ. შეიძლება უკვე ნივთის გამოწერა გადაწყვიტეთ, თუმცა ეს ყველაფერი ჯერ ისევ არ არის. საჭიროების შემთხვევაში კუბს შეუძლია მინი-ფანარი, ტელეფონის სადგამი და არც მეტი, არც ნაკლები, 128გბ მოცულობის ფლეშ მეხსიერების ბარათი გახდეს.

ერთი სიტყვით, WonderCube Pro-ს მთავარ პრობლემას წარმოადგენს ის, რომ აუცილებლად 2 ეგზემპლარი უნდა შეიძინოთ, რადგან თუ მეგობრისთვის აპირებდით ყიდვას, გაჩუქებას ნამდვილად ვეღარ შეძლებთ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.