საქართველოს ბანკი და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა მცირე და საშუალო ბიზნესების გაძლიერებისთვის
საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. მის მრავლაწლიან პარტნიორთან - USAID ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან ერთად ციფრული ბუღალტერიის მიმართულებით ბათუმში შეხვედრა გაიმართა.
საქართველოს ბანკისა და USAID ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის წარმომადგენელები მცირე და საშუალო ბიზნესების წარმომადგენლებს ბათუმში შეხვდნენ, სადაც ერთობლივ პროექტებზე ისაუბრეს. შეხვედრის ფარგლებში ბიზნესის ჰქონდათ შესაძლებლობა, მიეღოთ მათთვის საჭირო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია ისეთ პროექტებზე როგორიცაა: ბუღალტერიის გაციფრულება, სრული ბუღალტრული სერვისი, ინფორმაციის სწრაფი მიმოცვლა, B2B Marketplace, ბიზნესკურსი და შეთავაზებები ბიზნესისათვის. USAID ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის, ბიზნეს განვითარების სერვისების ხელმძღვანელის, რატი ანჯაფარიძის თქმით, საქართველოს ბანკთან თანამშრომლობა ძალიან სასიხარულო და მნიშვნელოვანია, ვინაიდან, ერთი მხრივ, ისინი ერთობლივად ეხმარებიან მეწარმეებს აღნიშნულ მიმართულებებში საკუთარ მიზნებს მიაღწიონ, ხოლო მეორე მხრივ, ეს არის მნიშვნელოვანი მაგალითი ფინანსური ინსტიტუტის მზაობისა, ჩადოს ინვესტიცია მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორის განვითარებაში.
''მეწარმეებს შეუძლიათ ისარგებლონ თანადაფინანსებით, მათ ხელში არსებული ბუღალტრული პროცესების გასაციფრულებლად, ან, უფრო მეტიც, სრული ბუღალტრული მომსახურების მისაღებად. გარდა ამისა, იმ კომპანიებს, რომლებიც გააციფრულებენ თავიანთ ბუღალტრულ პროცესებს, მიეცემათ საშუალება დააინტეგრირონ თავიანთი ფინანსური ანგარიშგებები საქართველოს ბანკის სისტემებში და ჩაერთონ ინფორმაციის სწრაფ მიმოცვლაში''. — ამბობს რატი ანჯაფარიძე.
რატი ანჯაფარიძის თქმით, გარდა ბუღალტრული პროცესების გაციფრულების პროექტისა, საქართველოს ბანკი და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა მომავალში გეგმავენ სხვადასხვა საინტერესო აქტივობას ბიზნეს სექტორის მხარდასაჭერად. ამ აქტივობებიდან ერთ-ერთი იქნება B2B ფორუმი, რომელზეც სიახლეებს მცირე და საშუალო მეწარმეებს ახლო მომავალში გააცნობენ. ხოლო დანარჩენ აქტივობებზე ინფორმაციას ეტაპობრივად გაავრცელებენ.
საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების დეპარტამენტის დირექტორი — რუსუდან ბარათაშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოს ბანკი მუდმივად უსმენს მცირე და საშუალო ბიზნესს, იკვლევს მის საჭიროებებს და ცდილობს საკუთარი წვლილი შეიტანოს მის განვითარებაში.
რუსუდან ბარათაშვილის თქმით, მოწესრიგებული ბუღალტერია საქართველოს ბანკის მომხმარებლების მხოლოდ 38% აქვს. სწორედ ამიტომ, მიიღეს გადაწყვეტილება, შეექმნათ ბუღალტერიის განვითარების პროგრამა, რომელიც 3 მიმართულებას მოიცავს: ბუღალტერიის გაციფრულება, სრული ბუღალტრული სერვისი და ფინანსური ინფორმაციის სწრაფი მიმოცვლა.
ის პროგრამის მთავარ ბენეფიტებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ უმოკლეს დროში მუშავდება სესხის მოთხოვნა, ბიზნესს მარტივად შეუძლია საკრედიტო ლიმიტის ვადის გახანგრძლივება და ფინანსურ ინსტიტუტს აქვს შესაძლებლობა, ბიზნესს მასზე მორგებული პროდუქტები კიდევ უფრო სწრაფად შესთავაზოს.
"გვჯერა, რომ გაციფრულებული და მოწესრიგებული ბუღალტერია მცირე და საშუალო ბიზნესისთვის წინსვლის საწინდარია — ბიზნესი უკეთ ხედავს საკუთარ შესაძლებლობებს და გადაწყვეტილებებს უფრო ეფექტიანად იღებს". — აღნიშნავს რუსუდან ბარათაშვილი.
მსგავსი შეხვედრები კვლავ ჩატარდება სხვადასხვა რეგიონში, რათა კიდევ უფრო მეტ მომხმარებლებს გააცნონ პროგრამის დეტალები. საქართველოს ბანკის მიერ შემოთავაზებული შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მიღება ვებგვერდზე არის შესაძლებელი. პროგრამა მუშაობს მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა რეგიონში.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
კომენტარები