საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტმა (IRI) ახალი კვლევა გამოაქვეყნა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობას, ამჯერად, 88%-ს კვლავ ილია მეორე მოსწონს, 51%-ს კახა კალაძე, 44%-ს ირაკლი ღარიბაშვილი, ხოლო 40%-ს კი ანა დოლიძე.

  • პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილ გამოკითხულთა 38%-ს მოსწონს.
  • დანარჩენი შედეგები ასე გადანაწილდა: დავით უსუფაშვილი — 38%; ნინო ლომჯარია — 38%;
  • გიორგი გახარია — 37%; გიორგი ვაშაძე — 37%; ბიძინა ივანიშვილი — 36%.

ფოტო: IRI

შედარება: 2022 წლის აპრილის გამოკითხვის მიხედვით, რეიტინგები ასე ნაწილდებოდა:

  • 92%-ს ილია მეორე მოსწონდა,
  • 53%-ს — კახა კალაძე;
  • 52%-ს — სალომე ზურაბიშვილი;
  • ხოლო 47%-ს ირაკლი ღარიბაშვილი.

გარდა ამისა, IRI-ს კვლევაში საუბარია ინსტიტუტებზეც.

  • ქართული ჯარი — 74%;
  • საპატრიარქო — 68%;
  • პოლიცია — 63%;
  • ხელისუფლება — 59%;
  • მედია — 55%.

ფოტო: IRI

მეთოდოლოგია: კვლევა ჩატარდა 2022 წლის 13 სექტემბერი — 2 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ.

  • კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით.
  • შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს.
  • მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად.
  • ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი — 74 %.
  • კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.