გადაცემა "ბავშვების დროს" მიერ 25 მაისს გამოქვეყნებულ ვიდეოში, ჩანდა არასრულწლოვანის "მასტურბაცია", რომელიც ბავშვის დედამ გადაიღო და ეს ვიდეო გადაცემის წარმომადგენლებს გადასცა.

გადაცემა იუთუბზე გამოქვეყნდა და რამდენიმე საათის განმავლობაში იყო ხელმისაწვდომი.

აღნიშნულზე დღეს შსს-მ გამოძიება სისიხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს პორნოგრაფიული ნაწარმოების, ნაბეჭდი გამოცემის, გამოსახულების ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონოდ დამზადებას, გავრცელებას ან რეკლამირებას, აგრეთვე, ასეთი საგნით ვაჭრობას ანდა მის შენახვას გაყიდვის ან გავრცელების მიზნით.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა დაუშვებელი უწოდა ბავშვის შესახებ მსგავსი ვიდეომასალის გავრცელებას. ომბუდსმენმა განაცხადა, რომ გადაცემამ შელახა ბავშვის ღირსება და რეპუტაცია. გადაცემა გააკრიტიკა ფსიქოლოგმა მაია ცირამუამაც. მოგვიანებით გადაცემის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ დედის თხოვნით, ვიდეო, სადაც ბავშვის კადრები ჩანს, გადაცემიდან ამოიჭრებოდა.