საია 5-6 ივლისის საქმეზე მედიის 16 წარმომადგენლის სახელით სტრასბურგის სასამართლოს მიმართავს
ამის შესახებ განცხადება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: გასული წლის 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე, სადაც ღირსების მარში იყო დაგეგმილი, პრორუსულმა ძალადობრივმა ჯგუფებმა და სასულიერო პირებმა დააორგანიზეს ძალადობა — აქტივისტების ოფისები დაარბიეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ 50-ზე მეტ ჟურნალისტს.
- ამ დროისთვის, დაზარალებულად ცნობილია 53 პირი, სისხლისსამართლებრივი დევნა კი 27 პირის მიმართ დაიწყო.
- ნაცემი ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა.
მძიმე დანაშაულის ჩადენიდან ერთი წლის თავზე, დანაშაულის ორგანიზატორები არ დასჯილან და ახალ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში მონაწილეობენ. - იმ პირებს, რომლებსაც ბრალი ჰქონდათ წაყენებული, მინიმალური სანქციები შეეფარდათ.
- საიას განცხადებით, ასეთი საქმეები საქართველოსთვის არახალია, თუმცა 5 ივლისის საქმე განსხვავდება იმით, რომ სახელმწიფომ არა მხოლოდ არ და ვერ შეძლო ძალადობის აღკვეთა, არამედ წაახალისა და სავარაუდოდ, მონაწილეობდა კიდეც ძალადობაში.
დეტალები: ორგანიზაცია მიუთითებს, რომ გამოძიება არაეფექტურია და მიუხედავად იმისა, რომ არსებობს საჯარო მტკიცებულებები, ამ დრომდე არ დასჯილა ყველა მოძალადე, ხოლო არცერთი ორგანიზატორი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემული არაა.
- მათივე თქმით, არაეფექტურად მიმდინარეობს გამოძიება სახელმწიფოს იმ თანამდებობის პირების ნაწილშიც, რომლებსაც ევალებოდათ, შესაბამისი ზომების მიღება.
- "მაგრამ მათ მთელი ამ დღეების განმავლობაში პირდაპირ უბრალოდ დაუშვეს და არაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ჟურნალისტების და აქტივისტების უსაფრთხოება დაცული ყოფილიყო".
საიაში აღნიშნავენ, რომ საბოლოოდ, სახელმწიფოს მიერ პირდაპირი დაშვების, უმოქმედობისა და მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან წახალისების ფონზე დაზარალდა მედიის არაერთი წარმომადგენელი, რამდენიმე დღეში კი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა.
- "ეს საქმე არის ღირსების საქმე არა მარტო მედიის წარმომადგენლებისთვის, არამედ მთლიანად სამოქალაქო სექტორისთვის და ქვეყნისთვის".
- ორგანიზაციაში განმარტეს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ევროკონვენციის 4 მუხლით გათვალისწინებული უფლებების დარღვევაზე მიმართეს.
- ესენია წამების აკრძალვა, გამოხატვის თავისუფლება, სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება და დისკრიმინაციის აკრძალვა.
გარდა ამისა, აღნიშნეს, რომ წარდგენილ საჩივარში ერთ-ერთი არგუმენტაციის ხაზი ორგანიზატორების პასუხისმგებლობის ნაწილს ეფუძნება. მიუთითებენ, რომ ამ საკითხზე შსს-ის ოფიციალური პოზიცია და სტრატეგია პირველ რიგში, აღმსრულებელთა გამოკვეთა, შემდეგ კი ორგანიზატორთა დასჯა იყო.
- ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ არსებობდა ღია წყაროები და მტკიცებულებები, რომელიც ორგანიზატორების ჩადენილ დანაშაულებს ადასტურებდა.
- ასევე, ნიშანდობლივია 4 აპრილის განაჩენი, როდესაც სასამართლო ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ძალადობას ჰყავდა ორგანიზატორები, მათ შორის, ალტ-ინფოს წარმომადგენლები.
- საიაში ამბობენ, რომ ერთი წლის განმავლობაში აქტიურ კომუნიკაცია ჰქონდათ საგამოძიებო უწყებებთან, პროკურატურასთან და სპეციალურ საგამოძიებოსთანაც, თუმცა ათი საჩივრისგან პასუხი მხოლოდ 2-ზე მიიღეს.
- "თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სახელმწიოს არ აქვს ნებელობა, გამოკვეთოს თავად სახელმწიფოს პასუხისმგებლობის საკითხი".
-
გადახედვაკანცელარიასთან დაძაბულობის ფონზე, შსს განცხადებას ავრცელებს კანცელარიასთან დაძაბულობის ფონზე, შსს განცხადებას ავრცელებს
-
-
გადახედვავაჟა სირაძის განცხადება აქციასთან დაკავშირებით, საპოლიციო ძალების გეგმაზე ვაჟა სირაძის განცხადება აქციასთან დაკავშირებით, საპოლიციო ძალების გეგმაზე
-
გადახედვააქციის მონაწილეები, მშვიდობიანი მსვლელობით, მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიემართებიან — რა არის გეგმა აქციის მონაწილეები, მშვიდობიანი მსვლელობით, მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიემართებიან — რა არის გეგმა
-
გადახედვათეოლოგთა და სასულიერო პირთა ნაწილი მიმართვას ავრცელებს თეოლოგთა და სასულიერო პირთა ნაწილი მიმართვას ავრცელებს
-
გადახედვაამაღლობელი: ხელისუფლება ახლა ეცდება პროვოკაციებს, არ ავყვეთ ამაღლობელი: ხელისუფლება ახლა ეცდება პროვოკაციებს, არ ავყვეთ
-
-
გადახედვაბათუმი აპროტესტებს რუსულ კანონს, ევროპის მოედანზე ევროკავშირის დროშა გაშალეს ბათუმი აპროტესტებს რუსულ კანონს, ევროპის მოედანზე ევროკავშირის დროშა გაშალეს
-
გადახედვაღოღობერიძე: ძალიან ძლიერები ვართ, როდესაც ვართ ერთად და გვიხარია! ასე მხიარულად, ყიჟინით, შეძახილებით შევაბიჯებთ ევროპაში! ღოღობერიძე: ძალიან ძლიერები ვართ, როდესაც ვართ ერთად და გვიხარია! ასე მხიარულად, ყიჟინით, შეძახილებით შევაბიჯებთ ევროპაში!
-
გადახედვაიოზვიაკი: საქართველოში შექმნილი მდგომარეობის შესახებ, დღეს, შესაძლოა, ევროკავშირის სამიტზე იმსჯელონ იოზვიაკი: საქართველოში შექმნილი მდგომარეობის შესახებ, დღეს, შესაძლოა, ევროკავშირის სამიტზე იმსჯელონ
-
გადახედვახალხის რაოდენობის გამო, პარლამენტთან რუსთაველის გამზირი გადაიკეტა ხალხის რაოდენობის გამო, პარლამენტთან რუსთაველის გამზირი გადაიკეტა
-
გადახედვაალექსანდრე ლორთქიფანიძე: ეს კანონი არა გამჭვირვალობას, არამედ სტიგმატიზებას ემსახურება ალექსანდრე ლორთქიფანიძე: ეს კანონი არა გამჭვირვალობას, არამედ სტიგმატიზებას ემსახურება
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი თვითონ არის უცხოური გავლენის აგენტი — კობახიძე პრეზიდენტზე სალომე ზურაბიშვილი თვითონ არის უცხოური გავლენის აგენტი — კობახიძე პრეზიდენტზე
-
გადახედვაპუტინის პრესმდივნის მორიგი ღია მხარდაჭერა საქართველოს მთავრობას: "ამ კანონპროექტს არ უნდა ეწოდოს რუსული" პუტინის პრესმდივნის მორიგი ღია მხარდაჭერა საქართველოს მთავრობას: "ამ კანონპროექტს არ უნდა ეწოდოს რუსული"
-
გადახედვასახალხო დამცველი 16-17 აპრილის აქციის მონიტორინგის პირველადი შედეგების შესახებ დოკუმენტს აქვეყნებს სახალხო დამცველი 16-17 აპრილის აქციის მონიტორინგის პირველადი შედეგების შესახებ დოკუმენტს აქვეყნებს
-
გადახედვაპრეზიდენტი: კანონს ვეტოს დავადებ, ჩემი ვეტო ხალხის ხმაა პრეზიდენტი: კანონს ვეტოს დავადებ, ჩემი ვეტო ხალხის ხმაა
-
გადახედვაევროკავშირის მაღალჩინოსნები, რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებენ ევროკავშირის მაღალჩინოსნები, რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვა3 ადამიანია დაჭრილი სროლის შედეგად თბილისში, ტაბიძის ქუჩაზე — მედია 3 ადამიანია დაჭრილი სროლის შედეგად თბილისში, ტაბიძის ქუჩაზე — მედია
-
გადახედვაპრეზიდენტისა და ელჩების შეხვედრა დასრულდა — რაზე ისაუბრეს პრეზიდენტისა და ელჩების შეხვედრა დასრულდა — რაზე ისაუბრეს
-
-
გადახედვაგოცირიძე: ამ წუთას, ოცნებამ შემოიტანა კანონპროექტი, რომ ივანიშვილმა შეძლოს ოფშორებში გადამალული ქონების დაუბეგრავად შემოტანა გოცირიძე: ამ წუთას, ოცნებამ შემოიტანა კანონპროექტი, რომ ივანიშვილმა შეძლოს ოფშორებში გადამალული ქონების დაუბეგრავად შემოტანა
კომენტარები