ინფორმაციას და ავტობუსში გადაღებულ ვიდეოს არასრულწლოვანი Facebook-ზე თავად ავრცელებს.

არასრულწლოვანი ამბობს, რომ ავტობუსში კაცი შეხსნილი პიჯაკის გამო, ჰომოფობიურ ნიადაგზე დაესხა თავს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და მოკვლით ემუქრებოდა.

  • ვიდეოში ისმის, რომ კაცი მას შეურაცხყოფას აყენებს და აგინებს.
  • ბიჭი იხსენებს, რომ კაცმა მისკენ ხელის დასარტყმელად გაიწია — "მერე კიდევ ერთმა გამოიწია და თითქმის ბრბოს ქვეშ მოვხვდი, რომელიც მაგინებდა და შეურაცხყოფას მაყენებდა".

დეტალები: არასრულწლოვანი წერს, რომ ავტობუსის წინა ნაწილში გადავიდა და 112-ში დარეკა.

  • "ეს კაცი მოკვლით მემუქრებოდა, სხვა გზა არ მქონდა. დიდუბეში უნდა მოსულიყო ეკიპაჟი, რომელსაც დიღმის მასივიდან გადასცეს განცხადების შესახებ. მაგრამ არ მოვიდნენ დროულად და ავტობუსი წავიდა წინ. მერე წერეთლის 126 გააჩერა მძღოლმა, პოლიციას ველოდებოდით".
  • "ეს კაცი წინ გადმოვიდა და ხელი დამარტყა. მეც თავი დავიცავი და ჩემი ძალით მოვიგერიე, მერე უკან დაიხია და მუქარებზე გადმოვიდა. ავტობუსში ზოგიერთი "ქალი" მე მაბრალებდა ამას".
  • არასრულწლოვანი განცხადებით, ეს ომია თავისუფალი ადამიანების და უმცირესობების წინააღმდეგ.

On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

  • არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი გამოკითხვაზე იმყოფება.