აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ ილონ მასკმა იყიდა სოციალური მედიის პლატფორმა Twitter, რომელიც მსოფლიოში ტყუილებს ავრცელებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ილონ მასკმა 44 მილიარდ დოლარად კომპანია 27 ოქტომბერს შეიძინა.

  • მან Twitter-ში შემცირებები დაიწყო. მაღალი თანამდებობის პირების ნაწილი მაშინვე დაითხოვა.
  • ილონ მასკმა პირობა დადო, რომ პლატფორმაზე სიტყვის თავისუფლებას აღადგენს.

დეტალები: "ახლა ჩვენ ყველანი რის შესახებ ვღელავთ: ილონ მასკმა შეიძინა გამოცემა, რომელიც მსოფლიოში ტყუილებს ავრცელებს. ამერიკაში რედაქტორები აღარ დარჩნენ. როგორ უნდა ავუხსნათ ბავშვებს, თუ რა დევს სასწორზე?" — თქვა ბაიდენმა.

  • როგორც Reuters წერს, თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინე ჟან-პიერმა ჟურნალისტებს ადრე განუცხადა, რომ ბაიდენმა ნათლად დააფიქსირა პოზიცია სიძულვილის ენისა და დეზინფორმაციის შემცირების აუცილებლობის შესახებ.
  • "ეს რწმენა ვრცელდება Twitter-ზე, ის ვრცელდება Facebook-ზე და ნებისმიერ სხვა სოციალურ მედია პლატფორმაზე, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ დეზინფორმაციის გავრცელება", — აღნიშნა პრესმდივანმა.