დედამიწაზე ცხოველთა უამრავი სახეობა არსებობს. მათ შორის არიან ძუძუმწოვრები, ხერხემლიანები, ჩლიქოსნები, მწერები, წყლის ბინადრები, ფრინველები და ა.შ. ზოგიერთი ამ არსებათაგანი მხოლოდ ზოოპარკში ან სურათებზე თუ გვინახავს, მაგრამ გარკვეული ნაწილი მოშინაურებული გვყავს და მათ შესახებ ბევრი რამ ვიცით.

ამ ტესტში ნაცნობი და შედარებით უცნობი ცხოველებია გაერთიანებული, თქვენ კი მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა უნდა გამოიცნოთ.

ტესტი: გამოიცანი, საშუალოდ რამდენ ხანს ცოცხლობს ესა თუ ის ცხოველი

ტესტის დაწყება

1 / 15 მოდი, ჯერ ხმელეთზე მობინადრე ცხოველებით დავიწყოთ. შენი აზრით, საშუალოდ რამდენ ხანს ცოცხლობს შინაური კატა?

2 / 15 გალაპაგოსის გიგანტურ კუებზე რას იტყვი?

3 / 15 აფრიკული სპილოს სიცოცხლის ხანგრძლივობას თუ გამოიცნობ?

4 / 15 ყველასთვის საყვარელი პანდების ჯერიც მოვიდა. როგორ ფიქრობ, რამდენ ხანს ცოცხლობენ ისინი?

5 / 15 სახლის თაგვები?

6 / 15 ახლა კი წყლის ბინადრებზე გადავიდეთ. გამოიცანი, რამდენ ხანს ცოცხლობს პოლარული ვეშაპი?

7 / 15 გრენლანდიურ ზვიგენზე რას იტყვი?

8 / 15 მედუზა Turritopsis dohrnii-ს შესახებ ოდესმე თუ გსმენია, მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა აუცილებლად დაგამახსოვრდებოდა

9 / 15 არანაკლებ საინტერესოა მრავალუჯრედიანი ორგანიზმები, რომლებსაც მინისებრ ღრუბლებს უწოდებენ. შენი აზრით, მაქსიმუმ რამდენ ხანს ცოცხლობენ ისინი?

10 / 15 როგორ ფიქრობ, რამდენ ხანს ცოცხლობენ ოქროს თევზები?

11 / 15 ახლა კი ფრინველებსა და მწერებზე გადავიდეთ. გამოიცანი ბუზის სიცოცხლის ხანგრძლივობა

12 / 15 შენი აზრით, საშუალოდ რამდენ ხანს ცოცხლობს შავი ყვავი?

13 / 15 ჭიამაიას სიცოცხლის ხანგრძლივობას თუ გამოიცნობ?

14 / 15 კოლიბრის ჯერიც მოვიდა. მასზე რას იტყვი?

15 / 15 დაბოლოს, მითხარი, რამდენ ხანს ცოცხლობს მამრი კოღო?

იტვირთება...
ერთი წუთით...

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.