უმაღლესი საბჭოს ხელახლად არჩეული მოსამართლე წევრი ფიქრობს, რომ მოსამართლეების მიმართ ნებისმიერი მსგავსი განცხადება, ან "უფრო უარესი, ბრალდება", დაუშვებელია.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი მთავარი არხის დამფუძნებელი, ნიკა გვარამია დღეს, 2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობაში დატოვა.

  • გვარამია დამნაშავედ ცნეს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში — ე.წ. რეკლამის გაყიდვისა და ავტომანქანის საქმეებზე.
  • სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის უარყოფით შეფასებებთან ერთად, აშშ-ის საელჩოს კრიტიკაც მოჰყვა.
  • კერძოდ, საელჩოში განაცხადეს, რომ გვარამიას პატიმრობა რისკის ქვეშ აყენებს საქართველოს დემოკრატიულ და ევროპულ მომავალს.
  • ამ განცხადების გამო კი, მმართველმა პარტიამ საელჩო, ტრადიციულად, გააკრიტიკა.

გვრიტიშვილის თქმით, "უჭირს, წარმოიდგინოს სიტუაცია", რომ აშშ-ში რომელიმე სახელმწიფო წარმომადგენლობის მსგავსი კომენტარი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, მის საქმიანობაში ჩარევის მცდელობად არ აღიქმებოდეს.

  • "ალბათ, ამით არის გამოწვეული საქართველოს მმართველი პარტიის, პოლიტიკური ხელისუფლების ეს კომენტარი", — ამბობს ის.