ჟურნალისტმა სალომე ასათიანმა, საზოგადოებრივი მაუწყებლისა და რადიო თავისუფლების ერთობლივ გადაცემაში ინტერვიუ, მაყურებელს 2 ივნისს შესთავაზა ინტერვიუ საქართველოს ყოფილ პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილთან. ინტერვიუ რეზონანსული გამოდგა. ფეისბუკის მომხარებელთა ნაწილი, ძირითადად ივანიშვილის მხარდამჭერები, რადიო თავისუფლების ჟურნალისტს პროფესიონალიზმს უწუნებს, მათი რწმენით, ასათიანმა ივანიშვილს ღირსეული პაექრობა ვერ გაუწია და "ინტერვიუ ჩაეშალა". ისინი უკმაყოფილებას ვერ მალავენ იმ ფაქტით, რომ სალომე ასათიანმა ივანიშვილს კრიტიკული კითხვები დაუსვა და არ მისცა შესაძლებლობა, მხოლოდ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ 22–გვერდიან წერილზე ესაუბრა.