ევროპაში ენერგიის ფასები ყველა დროის მაქსიმუმზეა. ეს მდგომარეობა სამუდამოდ არ გაგრძელდება და გაზის ფასების დარეგულირება მოსალოდნელია. თუმცა, მიუხედავად ამისა, ენერგეტიკის კვლევითი კომპანიის მოხსენების მიხედვით, მზის ფოტოელექტროების გამოყენებით ენერგიის გამომუშავების ღირებულება ისე გაადვილდება, რომ გაზთან შედარებით 10-ჯერ იაფი იქნება.

ევროპა აქამდე გაზზე მომუშავე ელექტროსადგურებს ენერგეტიკული მოთხოვნილებებისთვის იყენებდა. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გეოპოლიტიკურმა დაძაბულობამ გამოიწვია ის, რომ ევროპას რუსეთზე დამოკიდებულების შემცირება უნდა. ამან პირდაპირ იმოქმედა რეგიონის ენერგო ღირებულებაზე.

ოსლოში დაფუძნებული Rystad Energy-ის ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს ნიდერლანდებში Title Transfer Facility (TTF) გაზის ცენტრზე ფასები იყო საშუალოდ 46 აშშ დოლარი მეგავატ-საათზე (MWh). TTF-ის ფასი არის დასავლეთ ევროპის გაზის ფასების საორიენტაციო წერტილი და მკვეთრად გაიზარდა ამ წელს უკრაინაში კონფლიქტის შემდეგ. კვლევის მომენტში ფასი 134 აშშ დოლარი იყო — მეგავატ/სთ-ზე. ეს მკვეთრი ზრდაა რაც 187 პროცენტია.

ევროპა ზამთრისთვის ემზადება

ზამთრის თვეებთან ერთად, ევროპას, სავარაუდოდ, რთული დრო დაუდგება. გაზის ფასმა შესაძლოა თავის მაქსიმუმს — 330 აშშ დოლარს არ მიაღწიოს, როგორც ეს აგვისტოში იყო, თუმცა არც ბევრად ნაკლებს უნდა ველოდოთ. კონფლიქტს მალე დასრულების პირი არ უჩანს, ამიტომ რუსული გაზის ექსპორტი ნაკლებად სავარაუდოა. შესაბამისად ფასები გაიზრდება და ევროპელებს მოუწევთ მეტი გადაიხადონ გათბობის საჭიროებისთვის.

ელექტროენერგიის მაღალი ფასების პირობებშიც კი, ევროპაში ენერგიის წარმოება გაზისგან ოთხი პროცენტით გაიზარდა წელს. ზაფხულში მდინარეების დაშრობის გამო, ჰიდროელექტროენერგიის გამომუშავებაც დაზარალდა და გაზი იყო რითაც ის ანაზღაურდა.

თუმცა, ახალი წლის შემდეგ, მოსალოდნელია ვითარების გაუმჯობესება, რადგან საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურები ამუშავდება და ქსელს 30 გიგავატ ენერგიას დაამატებენ. 2023 წლის დასასრულთან ერთად, განახლებადი ენერგიის სიმძლავრე მზის და ქარის ელექტროსადგურების სახით, სავარაუდოდ, კიდევ 50 გიგავატ ენერგიას აწარმოებს.

მზის ენერგია გაზზე იაფი გახდება

მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში, იმის ფონზე, რომ ევროპული ქვეყნები განიხილავენ უფრო მეტი განახლებადი ენერგიის გამოყენებას ამ დანადგარების საშუალო კაპიტალური ღირებულება 1,3 აშშ დოლარამდე შემცირდება ვატზე, ნათქვამია მოხსენებაში.

TTF გაზის ფასი, ათწლეულის ბოლოს წესით უნდა დასტაბილურდეს და შესაძლოა დაეცეს 31 აშშ დოლარამდე მეგავატ/საათზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება უფრო იაფია ვიდრე დღეს, ის მაინც სამჯერ მეტი იქნება განახლებად ენერგიასთან შედარებით. იმისათვის, რომ გაზი დარჩეს კონკურენტუნარიანი, როგორც საწვავი, მისი ფასები უნდა დაეცეს 17 აშშ დოლარამდე. ეს კი მოხსენების მიხედვით ფაქტიურად წარმოუდგენელია.

იმ შემთხვევში თუ ევროპელები დახარჯავენ ფულს განახლებადი ენერგიის დნადგარების მშენებლობაზე ნაცვლად გაზის მაღალი ფასების გადახდისა, 2025 წლისთვის ევროპას დამატებით უკვე 100 გვტ ენერგიის გამომუშავება შეეძლება. კიდევ სამ წელიწადში ეს სიმძლავრე მიაღწევს 333 გიგავატს და გამოიმუშავებს საკმარის სიმძლავრეს, რომ შეცვალოს გაზზე მომუშავე საწარმოებისგან მოწოდებული ენერგია.

ევროპას კვლავ შეიძლება დასჭირდეს გაზი, თუმცა ეს უფრო განსაკუთრებული შემთხვევებისთვის, ან ზამთრისთვის. მაგრამ რაც მთავარია, ეს გაანთავისუფლებს ევროპას ენერგიის სხვა ტერიტორიებისგან მიღების საჭიროებისგან.