კრემლი ისევ გვარწმუნებს, თითქოს პუტინს მომდევნო არჩევნებში მონაწილეობა ჯერ არ გადაუწყვეტია
კრემლის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი ცდილობს დაგვაჯეროს, თითქოს ვლადიმერ პუტინს, რომელმაც ძალაუფლების შესანარჩუნებლად ყველაფერი იკადრა, გადაწყვეტილი არ აქვს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩართვა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: პუტინი რუსეთის პრეზიდენტი 1999 წლის დეკემბერში გახდა, ბორის ელცინის პოსტიდან გადადგომის შემდეგ — არსებობდა არაერთი ეჭვი, რომ ძალაუფლების მოსაპოვებლად და ჩეჩნეთში ომის დასაწყებად მან საცხოვრებელ კორპუსებში აფეთქებები მოაწყო.
- ამ თანამდებობაზე 4-ჯერ "აირჩიეს", 2000, 2004, 2012, 2018 წლებში — არჩევნებს თან ახლდა ოპოზიციონერების დევნა, დაკავება, გაუჩინარება და მის წინააღმდეგ მიმართული ყოველგვარი პროტესტის ჩახშობა.
- ხელისუფლების უვადოდ შენარჩუნების მიზნით 2008 წელს ადგილი გაუცვალა პრემიერმინისტრს დმიტრი მედვედევს და 2012 წელს ისევ თავის პოსტზე დაბრუნდა — მაშინ მედვედევმა პუტინის მეორედმოსვლა ამ უკანასკნელის ჭარბი პოპულარობით და ხალხის ნებით ახსნა.
- როცა ეს გზები ამოეწურა, კონსტიტუცია თავზე მორიგო და 2021 წელს, ხელი მოაწერა ცვლილებებს, რომლის თანახმადაც კიდევ ორჯერ შეუძლია პრეზიდენტად კენჭისყრა, თითო ჯერზე 6-6 წლიანი ვადით.
- კანონი პოტენციურად პუტინის მმართველობის შანსს 2036 წლამდე ახანგრძლივებს.
კონტექსტი: ოპოზიციისა და ექსპერტების ნაწილი საკონსტიტუციო ცვლილებების შემუშავების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად პუტინის რეიტინგის ვარდნას ასახელებდა.
- 2020 წელს მაისის გამოკითხვის შედეგად მისი რეიტინგი 59 პროცენტამდე დაეცა — რაც ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო.
- უკრაინაში ომის დაწყებისა და მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ ეს სიტუაცია უფრო დრამატული გახდა — თუმცა ოქტომბრის მონაცემებით, პუტინის პრეზიდენტობას დადებითად მოქალაქეების 77% აფასებს.
- საერთაშორისო მედიები და ანატილიკოსები ხშირად ამბობენ, რომ სამხედრო წარუმატებლობის გამო რუსეთში პუტინის შეცვლის სურვილი იზრდება, თუმცა ჯერ ეს მხოლოდ ვარაუდებია.
დეტალები: პუტინმა ჯერ კიდევ 2021 წლის ნოემბერში განაცხადა, რომ არ ჰქონდა მიღებული გადაწყვეტილება მომდევნო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ, მაგრამ ის ფაქტი, რომ არჩევის უფლება ჰქონდა, შიდა პოლიტიკურ სიტუაციას ასტაბილურებდა.
- ამავე წლის დეკემბერში რუსული მედია RBC წყაროებზე დაყრდნობით წერდა, კრემლმა დაიწყო მზადება 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის და ამ თემაზე წინასწარი განხილვები ჯერ კიდევ ზაფხულიდან დაიწყო.
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
კომენტარები