ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: წლებია, საოკუპაციო რეჟიმი როგორც აფხაზეთის, ისე ცხინვალის რეგიონის ტერიტორიების მიმდებარედ საქართველოს მოქალაქეებს იტაცებს ან უკანონოდ აპატიმრებს.

  • ოკუპირებულ ტერიტორიების ციხეში ირღვევა ადამიანის უფლებები, იყო წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები.

  • სუს-ში აცხადებენ, რომ უკანონო დაკავებების მავნე პრაქტიკა ზღუდავს თავისუფალი გადაადგილების ფუნდამენტურ უფლებას, მნიშვნელოვნად აუარესებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და საფრთხეს უქმნის რეგიონში არსებულ სტაბილურობას.

დეტალები: უწყების ცნობით, ინფორმაციის მიღებისთანავე, გაააქტიურეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით მოქმედი ცხელი ხაზი.

  • ასევე, ინფორმაცია მიაწოდეს საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.
  • "ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული პირის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად", — აცხადებს სუს.
  • სუს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ ჩადენილ დესტრუქციულ ქმედებებზე პასუხისმგებლობას საოკუპაციო ძალას აკისრებს.