თეგეტა აკადემია მძიმე ტექნიკის ოპერატორებისთვის სასწავლო სიმულაციურ პლატფორმას შექმნის
მძიმე ტექნიკის ოპერატორებისთვის მომზადება-გადამზადების პროგრამის შექმნაზე თეგეტა აკადემიასა და USAID-ს შორის თანამშრომლობის საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს USAID-ის პროგრამის დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის ხელმძღვანელმა, დეივიდ ბლადმა და თეგეტა აკადემიის დირექტორმა ოთარ სიხარულიძემ.
192 000-დოლარიანი გრანტის ფარგლებში, თეგეტა აკადემია, თავის პარტნიორებთან - ინფრასტრუქტურის მშენებელთა კომპანიების ასოციაციასთან და Tegeta Construction Equipment-თან ერთად, მძიმე ტექნიკის ოპერატორებისთვის მომზადება-გადამზადების პროგრამებს შეიმუშავებს, რომელთათვისაც თეგეტა აკადემია სიმულატორს შეიძენს. პროექტის ჯამური ბიუჯეტი 385 000 დოლარია.
ოთარ სიხარულიძე, თეგეტა აკადემიის დირექტორი: "ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტს მოვაწერეთ ხელი. პროგრამის ფარგლებში, საქართველოში პირველად მოგვეცემა საშუალება, გადავამზადოთ მძიმე ტექნიკის ოპერატორები და მივცეთ მათ პროფესიული განვითარების შესაძლებლობა. ეს ერთი მხრივ დაეხმარება ბიზნესს შესაბამისი კადრების მომზადებაში, მეორე მხრივ კი შევძლებთ, ბაზარზე კიდევ უფრო კონკურენტუნარიანი გავხადოთ ეს პროფესია. თეგეტა აკადემიისთვის პროფესიული უნარების განვითარებაზე ზრუნვა მთავარი პრიორიტეტია და ვფიქრობ, ამ საგანმანათლებლო პროექტის დახმარებით სფეროს განვითარების მიმართულებით კიდევ ერთ ნაბიჯს გადავდგამთ".
პროგრამის ფარგლებში თეგეტა აკადემია, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, შეიმუშავებს და განახორციელებს მომზადებისა და გადამზადების სამ-სამ პროგრამას მძიმე ტექნიკის ოპერატორებისათვის. თეორიული სწავლების პროცესში მსმენელები დაეუფლებიან აღჭურვილობების საბაზისო სტრუქტურას, მოვლისა და ექსპლუატაციის წესებს, ჯანდაცვისა და უსაფრთხოების სტანდარტებს. მძიმე ტექნიკის სიმულატორის საშუალებით შესაძლებელი იქნება სრულყოფილი და სიღრმისეული პრაქტიკული ცოდნის მიღება. პროგრამა მძიმე ტექნიკის ოპერატორებს მისცემს შესაბამის ცოდნას და დაეხმარება კვალიფიციური უნარების გამომუშავებაში.
პროექტი აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხუთწლიანი პროგრამა დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის ($24 მილიონი აშშ დოლარი) ფარგლებში ხორციელდება და მიზნად ისახავს კერძო სექტორთან თანამშრომლობას, ადამიანური კაპიტალის განვითარებისა და დასაქმების შესაძლებლობებს შორის კავშირის დამყარებას, რაც შეამცირებს უმუშევრობის დონეს და ხელს შეუწყობს კომპანიების კონკურენტუნარიანობის ზრდას.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები