ყარაბაღზე პუტინის, ფაშინიანისა და ალიევის ერთობლივი განცხადება კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებისა და სომხეთის პრემიერმინისტრის შეხვედრა სოჭში ორშაბათს, 31 ოქტომბერს გაიმართა.

  • ინფორმაციაში ნათქვამია, რომ მათ 2022 წლის 9 ნოემბრის, 2021 წლის 11 იანვრის და 26 ნოემბრის "სამმხრივი მოლაპარაკების" პროცესი განიხილეს.
  • პროსახელისუფლებო მედია წერს, სხვა საკითხებთან ერთად, მათ განიხილეს დოკუმენტის ხელმოწერა, რომელიც ერევანსა და ბაქოს შორის სამშვიდობო ხელშეკრულებას დაეფუძნება.

რაზე შეთანხმდნენ: განცხადებაში აღნიშნულია, რომ მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი ვალდებულება, "ზედმიწევნით შეასრულონ ყველა ყველა პირობა აზერბაიჯანულ-სომხური ურთიერთობების" ნორმალიზებისთვის.

  • ასევე, ნათქვამია, რომ მხარეები შეთანხმდნენ, თავი შეიკავონ ძალის გამოყენებისგან ან მისი გამოყენების მუქარისგან.
  • "შევთანხმდით, განვიხილოთ და გადავწყვიტოთ ყველა პრობლემური საკითხი მხოლოდ სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ხელშეუხებლობის ორმხრივი აღიარების საფუძველზე".
  • განცხადების მიხედვით, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერები "მიესალმნენ რუსეთის მზადყოფნას, განაგრძოს ყოველმხრივი წვლილის შეტანა ერევანსა და ბაქოს შორის ურთიერთობების ნორმალიზებაში".