ღარიბაშვილის თქმით, ენერგეტიკის სფეროში მომდევნო 3 წელში, სულ მცირე, $3 მილიარდის ინვესტიციას ელოდებიან
ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 31 ოქტომბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: როგორც ის ამბობს, ინვესტორებს ახალ სქემას შესთავაზებენ, შედეგად კი ენერგეტიკის სფეროში მომდევნო 3 წელში 3 მილიარდი დოლარის ინვესტიციას ელიან.
- ასევე, აცხადებს, რომ სქემა არის "შეთანხმებული, გავლილი" და რამდენიმე დღეში ოფიციალური სახე მიეცემა.
- პრემიერმინისტრის თქმით, საქართველოს გააჩნია, საკმაოდ დიდი რესურსები, განსაკუთრებით კი ჰიდრორესურსები, ამიტომ, მათ "მაქსიმალურად გონივრული გამოყენება სჭირდება".
- ის ამბობს, რომ ეს მათი მთავარი პრიორიტეტია და ბოლო თვეების განმავლობაში აქტიური კონსულტაციები ჰქონდათ საერთაშორისო სავალუტო ფონდთანაც.
დეტალები: ღარიბაშვილის თქმით, რომ ბოლო წლებში ე.წ. გარანტირებული შესყიდვის სქემა შეჩერებული იყო და დაახლოებით 800 მგვტ-მდე ჰესებზე მემორანდუმებია გაცემული.
- "თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა დაიწყო მშენებლობაც, კონტრაქტები არ არის გაფორმებული, ეს არის ერთი საკითხი".
- მეორე საკითხად ღარიბაშვილმა "ახალი პროექტების ბუნდოვანი ბედი" დაასახელა და თქვა, რომ ზოგადად, ინვესტორებს სჭირდებოდათ მეტი სიცხადე.
ღარიბაშვილის შეთავაზება: მისი თქმით, სახელმწიფო ინვესტორს ელექტროსადგურების ოპერირებაში გაშვებიდან 15 წლის განმავლობაში ფასთაშორის სხვაობის ე.წ. CFD ხელშეკრულებით მხარდაჭერას შესთავაზებს.
- როგორც ის ამბობს, ახალი სქემა აუქციონის წესით მომდევნო სამი წლის განმავლობაში ჯამურად 1 500 მგვტ სიმძლავრის ელექტროსადგურების მშენებლობის ხელშეწყობას მოიცავს.
- მისივე თქმით, მხოლოდ 1 500 მგვტს-ის სიმძლავრის მშენებლობის ხელშეწყობით, დაახლოებით 2,2 მილიარდ დოლარის ინვესტიციას ელოდებიან, ამას კი დაემატება 800 მგვტ-ის და კიდევ სხვა მსხვილი პროექტები, რომელზეც ცალკე იმსჯელებენ.
- "მომდევნო სამი წლის განმავლობაში იმ დათქმით, რომ ყველა ეს პროექტი იქნება გაფორმებული და გაშვებული მინიმუმ 3 მილიარდი დოლარის ინვესტიციას ველოდებით ენერგეტიკის სფეროში".
ბოლოს კი თქვა, რომ "ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ ზრდას" გამომუშავებული ელექტროენერგია ვერ ეწევა და "ეს ყველაფერი წარმოშობს სირთულეებს", ამიტომ ახალი ჰესების მშენებლობა უაღრესად მნიშვნელოვანია.
არქივიდან: 2021 წლის 22 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ნამახვანჰესის ინვესტორმა, ენკამ საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულების გაწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო და მიზეზად კონტრაქტის პირობების დარღვევა დაასახელა.
- ექსპერტები ამბობდნენ, რომ თუ კომპანიასა და მთავრობას შორის საარბიტრაჟო დავა დაიწყება, ქვეყანას ასეულობით მილიონი დოლარის გადახდა მოუწევდა.
- ხელშეკრულების გაწყვეტას წინ ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა პროტესტი უძღოდა.
-
გადახედვადღეს, 20 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 20 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვასტუდენტი, რომელიც კობახიძის ლექციაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშით მივიდა, ლექციაზე არ შეუშვეს სტუდენტი, რომელიც კობახიძის ლექციაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშით მივიდა, ლექციაზე არ შეუშვეს
-
გადახედვადაუშვებელია, მივიღოთ კანონი, რომლის უკან გაწვევისკენ მოგვიწოდებენ ცივილიზებული სამყაროს წევრი ქვეყნები — GPBA დაუშვებელია, მივიღოთ კანონი, რომლის უკან გაწვევისკენ მოგვიწოდებენ ცივილიზებული სამყაროს წევრი ქვეყნები — GPBA
-
გადახედვადღეს, 20 აპრილს, 5 საათზე, გაიმართება ქალების მარში — ქალები ვირჩევთ ევროპას დღეს, 20 აპრილს, 5 საათზე, გაიმართება ქალების მარში — ქალები ვირჩევთ ევროპას
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება ამ შაბათ-კვირას როგორი ამინდი იქნება ამ შაბათ-კვირას
-
გადახედვაკინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
-
გადახედვაGPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა GPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა
-
გადახედვაოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს! ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს!
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია" ლავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია"
-
გადახედვადეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე დეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვავახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება ვახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება
-
გადახედვარა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
-
გადახედვაოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2 ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვაოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI
-
გადახედვასადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა სადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა
კომენტარები