საქართველოს ბანკმა ყველაზე თანამედროვე და სახალისო აპლიკაცია — BOG sCoolApp შექმნა, რომელიც მოსწავლეების ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული პირველი აპლიკაციაა.

საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის, ლევან კობახიძის თქმით, საქართველოს ბანკი მომხმარებელთან ურთიერთობას ადრეული ეტაპიდან იწყებს, სწორედ ამიტომ შეიქმნა სკოლის მოსწავლეებისთვის sCool Card და მისი ციფრული პროდუქტი sCoolApp, რომელიც ახალგაზრდების განსხვავებულ და სპეციფიკურ მოთხოვნილებებს ერგება.

სტატიაში გაგაცნობთ 5 მიზეზს, თუ რატომ უნდა სარგებლობდეს მოსწავლე sCoolApp-ით.

1. sCoolApp-ის შექმნაში მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა

ვის ესმის მოსწავლეების საჭიროებები ყველაზე კარგად? რა თქმა უნდა, თავად სკოლის მოსწავლეებს! სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკმა გადაწყვიტა, აპლიკაციის შექმნაში მოზარდები ჩაერთო. შედეგად, მივიღეთ sCoolApp, რომელიც მოიცავს ფინანსურ სერვისებს და აერთიანებს 4 ძირითადად მიმართულებას: განათლებას, გართობას, გეიმინგს და სოციალიზაციას.

ფოტო: საქართველოს ბანკი

აპლიკაციის შექმნის ყველა ეტაპზე სწორედ მოსწავლეები იყვნენ ჩართული და გვაძლევდნენ ძალიან სწორ და ცხად წარმოდგენას, თუ რა უნდა შეგვეთავაზებინა მათთვის. სწორედ ამიტომ, შევქმენით მარტივი, სახალისო და მაქსიმალურად მათ ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული sCoolApp-ი.

ლევან კობახიძე, საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი.

2. თანხის გადარიცხვა სახალისოა

ზოგჯერ ყველაზე მოსაწყენი პროცესიც კი შეიძლება სახალისო გახდეს. ამის მაგალითია sCoolApp-ში თანხის გადარიცხვის პროცედურა. მეგობართან თანხის გადარიცხვისას შეგიძლია სასურველი gif-ებიც კი გამოიყენო, რომლებსაც ადრესატის და თანხის დანიშნულების შესაბამისად შეარჩევ. გარდა ამისა, მოსწავლეს აქვს აპლიკაციის ფონების — ეგრეთწოდებული Skin-ების ცვლილების შესაძლებლობა, რაც კიდევ უფრო პერსონალიზებულს და სახალისოს ხდის აპლიკაციას.

ფოტო: საქართველოს ბანკ

3. მოსწავლეებს უამრავი შეთავაზება ელის

მოსწავლეები მიიღებენ სპეციალურ ფასდაკლებებს, ქეშბექის აქციებს კონკრეტულ პროდუქტზე ან ბრენდზე. ასევე, ექნებათ გრძელვადიანი შეთავაზებები ისეთი ბრენდებისგან, რომლებიც მათ ინტერესებსა და საჭიროებებს ეხმიანება.

4. შესაძლებელია საკუთარი ფინანსების მართვა

ფოტო: კადრი საქართველოს ბანკის ვიდეოდან

საკუთარი ფინანსების მართვა არც თუ ისე მარტივია, მით უფრო, როცა სკოლის მოსწავლე ხარ. სწორედ ამიტომ, sCoolApp-ს აქვს ფინანსური განათლების ისეთი ელემენტები, რომლებიც მოსწავლეებს დაეხმარება, გაითავისონ ფინანსების მართვის მნიშვნელობა და დაგეგმონ საკუთარი ბიუჯეტი. მოზარდები შეძლებენ ციფრულად გააკონტროლონ ნაშთები და საკუთარი ჯიბის ფული, ამასთანავე, დამოუკიდებლად შეივსონ მობილური ბალანსი ან გამოიყენონ მშობლისთვის თანხის თხოვნის ფუნქცია.

5. sCoolApp მუდმივად ვითარდება

sCoolApp-ს, მომდევნო ეტაპზე, კიდევ მრავალი ფუნქცია დაემატება. მიზნის დასახვა, თანხის დაგროვების სწავლა, საკუთარი ფინანსების კონტროლი — ეს ყველაფერი ერთ ციფრულ სივრცეში იქნება შესაძლებელი. რა თქმა უნდა, სამომავლო ფუნქციები კვლავაც სკოლის მოსწავლეების ჩართულობით შეიქმნება.

თუ ჯერ არ სარგებლობ sCool card-ით და BOG sCoolApp-ით, გაიარე პროცესი მარტივად აპლიკაციის ჩამოტვირთვით, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც Android-ის, ისე iOS-ის, მოწყობილობებზე. აპლიკაციის ჩამოსატვირთად ეწვიეთ ბმულს.