ყველა ვარსკვლავი გამოირჩევა მოდისა და გართობის სიყვარულით; როგორც წესი, ეს მათი ყოველდღიურობის დიდი ნაწილიცაა, თუმცა ჰელოუინის წინა ღამეს მათი ჩაცმულობა თუ იუმორის გრძნობა ხშირად ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს და მათ გულშემატკივრებს აღტაცებითა და გაოცებით ავსებს.

ახლა კი, წარმოგიდგენთ წლევანდელი ჰელოუინის 10 ყველაზე გამორჩეულ ვარსკვლავს:

1. კაილი ჯენერი

ფოტო: Kylie Jenner / Instagram

კაილიმ გადაწყვიტა, წელს ფრანკენშტაინის პატარძალი ყოფილიყო ამავე სახელწოდების 1935 წლის ფილმიდან.

2. ლიზო

ფოტო: Lizzo / Instagram

ლიზომ არჩია, მარჯ სიმპსონად გარდაქმნილიყო და არც მთელი სხეულის ყვითლად შეღებვას მოერიდა.

3. მეგან ფოქსი და Machine Gun Kelly

ფოტო: Megan Fox / Instagram

მეგანი და MGK პამელა ანდერსონად და მის პარტნიორად, ტომი ლიდ, იქცნენ ერთი ღამით. პამელა და ტომი მსგავსი ჩაცმულობით 1995 წელს Hard Rock Hotel & Casino-ს გახსნაზე წარდგნენ ლას-ვეგასში.

4. პერის ჰილტონი

ფოტო: Paris Hilton / Instagram

პერის ჰილტონის თქმით, წელს თავის ბავშვობის გმირს, Sailor Moon-ს, ასახიერებს.

5. კიმ კარდაშიანი

ფოტო: Kim Kardashian / Instagram

კიმ კარდაშიანმა გადაწყვიტა, წლევანდელი ჰელოუინისთვის X-Men-ის გმირი, სახელად Mystique, განესახიერებინა.

6. კენდალ ჯენერი

ფოტო: Kendal Jenner / Instagram

კენდალი 90-იან წლებს დაუბრუნდა და ჯესი განასახიერა მულტფილმიდან Toy Story.

7. ლილი რეინჰარტი, მადელეინ პეჩი და კამილა მენდესი

ფოტო: Lili Reinhart / Instagram

Riverdale-ს ცნობილმა სამეულმა წელს Hocus Pocus-ის ალქაჯებად ქცევა გადაწყვიტეს.

8. ედისონ რეი

ფოტო: Addison Rae / Instagram

ედისონმა არჩია, წელს ლედი გაგა განესახიერებინა. მომღერალი მსგავსი ჩაცმულობით 2009 წლის VMA-ზე წარდგა.

9. ვანესა ჰაჯენსი

ფოტო: Vanessa Hudgens / Instagram

ვანესამ გადაწყვიტა, წელს თეთრი გედი ყოფილიყო და ფოტოგრაფისთვის შავ გედთან ერთად ეპოზიორა.

10. ჯანელ მონე

ფოტო: Janelle Monáe / Instagram

ჯანელმა კი მეხუთე ელემენტის უცხოპლანეტელი მომღერალი, Diva Plavalaguna, განასახიერა.