უკრაინის მტკიცე უარის შემდეგ, კრემლი დასავლეთთან მოლაპარაკებების შესაძლებლობაზე საუბრობს
რუსეთი ამტკიცებს, თითქოს ყოველთვის მოლაპარაკებების მომხრე იყო, თუმცა დიდწილად თავად შლიდა ან აბრკოლებდა მედიაციის პროცესს მანამ, სანამ უკრაინამ ფრონტის ხაზზე წარმატებებს მიაღწია.
რატომ არის მნიშვნელოვანი: 4 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებას და ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებები ოფიციალურად გამორიცხა.
- მანამდე ზელენსკი პუტინთან მოლაპარაკებებზე მზადყოფნას გამოთქვამდა და მასთან პირისპირ შეხვედრაზეც თანახმა იყო.
- თუმცა მას შემდეგ, რაც პუტინმა უკრაინის 4 რეგიონის ანექსია გამოაცხადა, უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ ის დიალოგისთვის მზად არის, თუმცა მხოლოდ სხვა პრეზიდენტთან.
- პასუხად კრემლში თქვეს, რომ ზელენსკის პოზიციის შეცვლას ან უკრაინის ახალ პრეზიდენტს დაელოდებოდნენ.
კონტექსტი: რამდენიმე კვირის შემდეგ უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებებში აქტიურად მონაწილე თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა თქვა, რომ პუტინი "ბევრად რბილი და ღიაა მოლაპარაკებებისთვის, ვიდრე ადრე".
- ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ რისი მიღწევაც უკრაინას მოლაპარაკებების მაგიდასთან შეუძლია, მთლიანად დამოკიდებულია ბრძოლის ველზე მათ სიძლიერეზე — ამიტომ, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას გააგრძელებდნენ და ამით მოლაპარაკებების მაგიდასთან გააძლიერებდნენ.
- უკრაინას პოზიცია არ შეუცვლია, ამიტომაც რუსეთი აშშ-სთან მოლაპარაკებებს ცდილობს, მაგრამ ისე, რომ არც ამ შემთხვევაში აღმოჩნდეს დამარცხებულის პოზიციაში.
დეტალები: რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ყოველთვის მზად არიან, მოუსმინონ "დასავლელ კოლეგებს", რომლებსაც აქამდე ნაციზმის წახალისებაში და ათას აბსურდულ დანაშაულში სდებდნენ ბრალს.
- ამ "მზაობას", ტრადიციულად, წინაპირობები აქვს — ისეთი საკითხები უნდა შესთავაზონ, რომელიც სრულად გაითვალისწინებს რუსეთის ინტერესებს და უსაფრთხოებას.
- ამავდროულად, ლავროვი ცდილობს ისე წარმოაჩინოს, თითქოს მოლაპარაკებების სურვილი დასავლეთიდან მოდის და ისინი კეთილი ნებით დათანხმდებიან, თუ "კიდევ ერთხელ მიმართავენ თხოვნით დალაპარაკების შესახებ".
- მისი მტკიცებით, დასავლელმა ლიდერებმა ბოლო თვეებში არაერთხელ ითხოვეს საუბარი ვლადიმერ პუტინთან, რასაც ყოველ ჯერზე დათანხმდნენ და სულ არიან მზად, მოისმინონ წინადადებები სიტუაციის განსამუხტად.
- პუტინის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა კი განაცხადა, რომ რუსეთის და აშშ-ს პრეზიდენტებს შორის დიალოგისთვის საჭიროა "აშშ-ის სურვილი, მოისმინოს ჩვენი შეშფოთება, ანუ, ფაქტობრივად, აშშ-ის სურვილი დაბრუნდეს დეკემბერ-იანვრის მდგომარეობაზე".
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვადღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
გადახედვაკობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს
-
-
-
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
კომენტარები