სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ქვეყანაში საყოველთაო გლოვა გამოაცხადა მას შემდეგ, რაც ჰელოუინის აღნიშვნისას დედაქალ სეულის ცენტრში ჭყლეტას 151 ადამიანი ემსხვერპლა.

"ეს ნამდვილი ტრაგედიაა. ტრაგედია და უბედურება, რომელიც გუშინ ღამით სეულის გულში არ უნდა მომხდარიყო", — განაცხადა პრეზიდენტმა.

ჭყლეტას უმეტესად თინეიჯერები და 30 წლამდე ახალგაზრდები ემსხვერპლნენ, რომელთა შორის სამხრეთ კორეის გარდა, სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც არიან. 100-მდე ადამიანი დაშავებულია. ოფიციალური პირების განცხადებით, გარდაცვლილთა რიცხვი შეიძლება გაიზარდოს.

თვითმხილველთა თქმით, ქუჩები ჩვეულებრივზე ათჯერ უფრო გადატვირთული იყო — ჰელოუინს ათობით ათასი ადამიანი აღნიშნავდა. სიტუაცია საღამოს 10 საათის შემდეგ უფრო გამწვავდა და პოლიციელები ხალხის ნაკადს ვეღარ აკონტროლებდნენ.

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, როგორ არიან ადამიანები ქუჩებში გაჭედილი და როგორ ითხოვენ დახმარებას. დაკარგულ მეგობრებსა და ახლობლებს ათასობით ადამიანი ეძებს.

მომხდარის შესახებ გამოძიება უკვე დაწყებულია.