The Witcher-ის გულშემატკივრებისთვის მოულოდნელი სიახლე გვაქვს: სერიალის მთავარი გმირის, გერალტის, როლს მე-4 სეზონში ჰენრი კავილის ნაცვლად ლიამ ჰემსვორტი მოირგებს. მე-3 სეზონში, რომელიც ჯერ არ გამოსულა, გერალტს კვლავ ჰენრი კავილი განასახიერებს.

"გერალტის როლში ჩემი მოგზაურობა ურჩხულებითა და თავგადასავლებით იყო სავსე, მე-4 სეზონში კი ჩემს მედალიონსა და მახვილს ვდებ. თეთრი მგლის მოსასხამს ჩემ ნაცვლად შეუდარებელი ლიამ ჰემსვორტი მოირგებს", — განაცხადა ჰენრიმ.

"ჰენრი, წლებია, შენი ფანი ვარ და შთაგონებული ვარ იმით, თუ როგორ გააცოცხლე ყველასათვის საყვარელი პერსონაჟი. შენი შეცვლა რთული იქნება, თუმცა მხედვარის სამყაროში შებიჯება გულწრფელად მიხარია", — განაცხადა ლიამმა.

ჰენრი კავილს მხედვარის სამყაროს დატოვების მიზეზი არ დაუსახელებია, თუმცა ცოტა ხნის წინ ინფორმაცია გავრცელდა, რომ ის ახალ ფილმში სუპერმენის როლის მორგებას აპირებს.