ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე თქვა, რომ მომხდარის დეტალები არ ახსოვს.

  • "რაც არ უნდა მომხდარიყო, ჩემი და ცოცხალი აღარ არის, ეგ ვიცი", — თქვა მან.

დეტალები: დის მკვლელობის ბრალდებით კაცი 27 ოქტომბერს დააკავეს.

  • პროკურატურის ინფორმაციით, 26 ოქტომბერს, სიღნაღის რაიონის სოფელ ტიბაანში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ბრალდებულს ფიზიკური დაპირისპირება მოუხდა ძმასთან, რა დროსაც კონფლიქტში მათი დაც ჩაერთო.
  • უწყების ცნობით, ამ ფაქტით განაწყენებულმა ბრალდებულმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მის დას, რომელიც ასფალტის საფარზე დაეცა, ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო და შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

ბრალდება დაკავებულს 11 პრიმა 117-ე მუხლის მე-4 ნაწილით წარედგინა, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის და რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

  • დანაშაული 10-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ოჯახში ძალადობა არ გულისხმობს მხოლოდ ფიზიკურ შეხებას. ოჯახის წევრის მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლა, მუქარა, შანტაჟი, სიტყვიერი შეურაცხყოფა ასევე ძალადობაა და კანონით აკრძალულია.

  • ოჯახში ძალადობის შემთხვევაში პოლიციის გამოძახება შესაძლებელია 112-ზე დარეკვით. ზარი უფასოა.
  • საკონსულტაციო მომსახურების გაწევის მიზნით ფუნქციონირებს ცხელი ხაზი — 116 006.

საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ დარეკოთ შემდეგ ნომრებზე:

  • საფარის უფასო იურიდიული დახმარება — 0322 30 76 03; 599 40 76 03;
  • სახალხო დამცველის ცხელი ხაზი — 1481.