გუშინ, პორტუგალის თასის ფინალი, რომელშიც ერთმანეთს ბენფიკა და ვიტორია გიმარაეში დაუპირისპირდნენ, ტექნოლოგიურად გამორჩეული იყო.

როგორც ვიდეოში ხედავთ, ბურთი მინდორზე დრონზე ამხედრებულმა მსაჯმა მიიტანა. ვიდეოში ასევე ჩანს, რომ წვიმს, რაც ფრენისთვის მაინცდამაინც კარგი არ უნდა იყოს, მაგრამ პილოტისთვის ამას ხელი არ შეუშლია და ის პროფესიონალური მანევრით, მშვიდად და ყველანაირი გართულების გარეშე მიფრინდა და დაჯდა მინდორზე.

ფინალი ბენფიკას გამარჯვებით, 2:1 დასრულდა.