ამის შესახებ ჟურნალისტებთან აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს კომუნიკაციების კოორდინატორი ჯონ კირბიმ განაცხადა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: პუტინმა 27 სექტემბერს ვალდაის ფორუმზე თქვა, რომ დიდი ოცეულის სამიტზე დასწრებას არ გამორიცხავს, თუმცა დაამატა, რომ იქ "რუსეთის წარმომადგენელი აუცილებლად იქნება".

  • ინდონეზიის პრეზიდენტმა რუსი კოლეგა სამიტზე, რომელიც ბალიზე 15-16 ნოემბერსაა დაგეგმილი, აპრილში მიიწვია.

დეტალები: როგორც CNN წერს, ოქტომბრის დასაწყისში აშშ-ის პრეზიდენტმა გამოცემას უთხრა, რომ პუტინთან შეხვედრას არ აპირებდა, თუმცა არსებობდა ერთი გარემოება, რა შემთხვევაშიც ამ საკითხს განიხილავდა.

  • "თუ ის მოვა ჩემთან და მეტყვის: მინდა გესაუბრო გრაინერის თავისუფლებაზე".
  • კირბის თქმით, ბაიდენი ვიზიტის დროს ალიანსებსა და პარტნიორობაზე გაამახვილებს ყურადღებას.
  • "პრეზიდენტი ამაყობს იმ საქმით, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ მთელ მსოფლიოში ალიანსებისა და პარტნიორობის გასამყარებლად", — თქვა თეთრი სახლის სპიკერმა.